|
მანჩესტერ იუნაიტედის ექს-ჰავბეკი ანდრეი კანჩელსკისი დარწმუნებულია, რომ ანდრეი არშავინმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა არსენალში გადავიდა. ”არშავინს გაუმართლა, რომ ის ასეთ დიდ გუნდში მოხვდა, სადაც შესანიშნავი მწრთვნელია. ვენგერისგან ხომ უამრავი რამის სწავლა შეიძლება.თუმცა ანდრეის დრო დასჭირდა ,შეჰგუებოდა ინგლისურ ფეხბურთს და ეთამაშა ისე, როგორც ლივერპულთან. მისთვის ფაქტიურად ახალი ცხოვრება დაიწყო.მე მახსოვს ის დრო როცა ინგლისში გადმოვბარგდი. სხვა ენა, სხვა მენტალიტეტი, სხვა პროდუქტები, მოძრაობაც კი მარცხნივაა. ძალიან მალე არშავინი მაღალ დონეს მიაღწევს და კლუბს უფრო მეტ სარგებელს მოუტანს. მას დრო სჭირდება რომ ისწავლოს ინგლისური, ენა ხომ ძალიან მნიშვნელოვანია.”
|