ვილიარეალთან ფრედ დასრულებული თამაშის შემდეგ არსენალის მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა " ორივე გუნდმა კარგად ითამაშა და ალბათ, ფრე ლოგიკური შედეგია. შეხვედრის საწყისი წუთები ესპანელებმა შედარებით უკეთესად დაიწყეს. იბაგასას და კანის კარგი თამაშით მეტოქემ ნახევარდაცვაში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. პირველი გოლიც სწორედ იბაგასას ზუსტ პასს და სენას დიდებულ დარტყმას მოჰყვა. შესვენების შემდეგ კი ფეხბურთელებს თავდასხმაში უფრო აქტიური თამაში მოვთხოვე და ტაქტიკური გადაადგილებებიც მოვახდინე. საბედნიეროდ ანგარიშის გათანაბრება შევძელით. მანუელ პელეგრინის გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელები ჰყავს და სავარაუდოდ მეორე მატჩში დიდ პრობლემებს გადავაწყდებით. ჩვენი პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ამით ყველაფერია ნათქვამი. გულშემატკივრებს პირობას ვაძლევ რომ ნახევარფინალში გავალთ " .