|
ლონდონის ”არსენალის” ესპანელმა კაპიტანმა სესკ ფაბრეგასმა მატჩის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში ხაზი გაუსვა თავისი გუნდის ბრძოლისუნარიანობას. მისი თქმით 1-1 ნამდვილად არ არის ცუდი შედეგი იმის ფონზე, რომ მათ პირველ ტაიმში მანუელ ალმუნია და უილიამ გალასი დაკარგეს. ფაბრეგასი თავის თანაგუნდელებს მადლობას უხდის თავგანწირული ბრძოლისათვის და ამბობს, რომ ისინი არიან მეომრები, რომლებიც ყველა ომში (თამაშში) ბოლომდე იბრძვიან და იბრძვიან მხოლოდ მოსაგებად. ფაბრეგასმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ”ვილიარეალთან” ”ელ მადრიგალზე” ჩატარებული თამაში რაც შეიძლება მალე უნდა დაივიწყონ და მხოლოდ ”უიგანთან” სტუმრად ჩასატარებელ პრემიერლიგურ თამაშზე უნდა იფიქრონ და იქაც მხოლოდ მოსაგებად უნდა გავიდნენე.
|