”არსენალის” ახალგაზრდა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ნევეს დენილსონმა ერთ-ერთ ჟურნალისტთან ინტერვიუში თავის გუნდზე და მის სათამაშო ფორმაზე ისაუბრა. მან ასევე ისაუბრა ნახევარდაცვის ცენტრში არსებულ დიდ კონკურენციაზე სადაც ერთდროულად 4 ფეხბურთელი ეცილება ერთმანეთს: ” მოხარული ვარ, რომ აქ დიდი კონკურენციაა, რაც რა თქმა უნდა გუნდის სიძლიერეზე მეტყველებს. ნახევარდაცვის ცენტრში თამაშზე ერთდროულად 4 ფეხბურთელი აცხადებს პრეტენზიას. მაგრამ აქედან ადგილი მხოლოდ ერთს, სესკ ფაბრეგასს აქვს გარანტირებული, რომელიც გუნდის კაპიტანი და ნამდვილი ლიდერია. მეორე ცენტრალური ნახევარმცველის პოზიცია კი გარანტირებული არავის აქვს. დიაბისა და სონგის სახით საკმაოდ ძლიერი კონკურენტები მყავს. მიუხედავად ამისა, ეს მე არ მაშინებს, რადგან ვიცი რა შემიძლია და რომ მზად ვარ ყოველ თამაშში 100%-ით დავიხარჯო.” განაცხადა ნევეს დენილსონმა.