|
”არსენალის” ტოგოელი თავდამსხმელი ემანუელ ადებაიორი ”მანჩესტერ სიტისთან” ჩასატარებელი თამაშის წინ საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი. ტოგოელი ფეხბუეთელის თქმით ის ”არსენალში” ბედნიერია, თავს ძალიან კარგად გრძნობს და სურს რომ, მეთოფეებთან ერთად რაიმე ტიტული მოიგოს: ” მე არ ვთვლი, რომ ”არსენალი” არ არის ტიტულებისათვის მებრძოლი გუნდი. ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა გუნდის დაუსრულებელი ტრავმიანობაა. აბა წარმოიდგინეთ რისი გამკეთებელია ”მანჩსეტერი” რონალდოს, რუნის,ბერბატოვის,გიგზისა და კერიკის გარეშე. ჩვენ სწორედ ეს პრობლემა გვაქვს. გუნდს ხშირ შემთხვევაში არ ყავს ტრავმირებული ძირითადის ფეხბურთელები.” განაცხადა ემანუელ ადებაიორმა.
|