|
ლონდონის ”არსენალის” ესპანელი კაპიტანის ფრანსესკ ფაბრეგასის თქმით, მის გუნდს ჯერ კიდევ აქვს ჩემპიონობის შანსი: ” რა თქმა უნდა ძნელია წელს ”არსენალი” ჩემპიონი გახდეს, მაგრამ არა შეუძლებელი. ამისათვის კი საჭიროა დარჩენილი 8 თამაშიდან 8-ვეს მოგება. ჯერ ”ჩელსი” უნდა დავიჭიროთ და შემდეგ დანარჩენ 2-ს, ”მანჩესტერ იუნაიტედსა” და ”ლივერპულს” უნდა მივხედოთ. რაც არ უნდა იყოს ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ და დარჩენილ 8 თამაშში 100%-იანი შედეგი უნდა ვაჩვენოთ, და თუ იღბალიც ჩვენკენ იქნება მაშინ გაჩემპიონებასაც შევძლებთ.” განაცხადა ”არსენალის” მეოცნებე კაპიტანმა სესკ ფაბრეგასმა.
|