|
ლონდონის ”არსენალის” ესპანელი კაპიტანი სესკ ფაბრეგასი შაბათს 4 აპრილს ”მანჩესტერ სიტისთან” ჩასატარებელ თამაშს სრულ მზადყოფნაში ხვდება: ” ტრავმის გამო ძალიან დიდი ხანი გამიცდა და როგორც იქნა 3 თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს ისევ ვუბრუნდები. ”მანჩესტერ სიტისთან” სათამაშოდ მზად ვარ, და ჩემი თამაში მხოლოდ არსენ ვენგერზეა დამოკიდებული.გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია, და იმედია ამ ტემპს არ დავაგდებთ. პრემიერლიგაზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ ჩვენ ვასპარეზობთ ინგლისის თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ მათ მოსაგებად.”
სესკ ფაბრეგასმა გარდა ”სიტისთან” ჩასატარებელ პრემიერლიგურ დაპირისპირებისა თავის სატრანსფერო ჭორებზე ისაუბრა: ” მოხარული ვარ, რომ ჩემით ისეთი გრანდები არიან დაინტერესებულები, როგორიც ”ბარსელონა” და ”რეალია.” ჩემთვის არასოდეს არ არის დაკეტილი სხვა გუნდებისთვის სატრანსფერო ფანჯარა და არც იმის პირობას ვდებ რომ მათ დაინტერესებას ყურადღებას არ მივაქცევ. მე ”არსენალში” თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და თუ მუსიე არსენი მთხოვს, რომ დავრჩე და მის გუნდში ძალიან საჭირო ფეხბურთელად ვითვლები, მეც დავრჩები.” განაცხადა ”არსენალის” ესპანელმა კაპიტანმა სესკ ფაბრეგასმა.
|