ბირმინგემის ”ასტონ ვილა” პორტუგალიური ”ნასიონალის” ბრაზილიელი თავდამსხმელით ნენეთია დაინტერესებული. მისი შეძენის სურვილს კარგა ხანია ასევე გამოთქვამს ”ასტონ ვილას” კონკურენტი ლონდონის ”არსენალი,” რომელიც სავარაუდოდ ამ ტრანსფერზე ჩალიჩს ზაფხული დაწყების თანავე შეუდგება. ცნობისთვის ნენე ”ნასიონალში” ბრაზილიის ჩემპიონატიდან წელს გადაბარგდა და მის ანგარიშზე ჩემპიონატში 23 თამაშიდან 15 გოლია.