ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ლონდონის “არსენალს”, ტეო უოლკოტის ტრავმის გამო, რომელიც ფეხბურთელმა ეროვნული გუნდის შეკრებაზე მიიღო, კომპანსაციის სახით 300 ათას ფუნტ სტერლინგს გადაუხდის. ამის შესახებ, ბრიტანული ინტერნეტ-გამოცემები იტყობინებიან. 19 წლის თავდამსხმელმა, გასულ თვეში, გერმანიასთან ამხანაგური მატჩის წინ, ნაკრების ვარჯიშზე მხარი დაიზიანა, რის გამოც ლონდონელებს 10 კვირით გამოაკლდა, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია კი “მეთოფეთათვის” ფეხბურთელის მიერ გამოტოვებული თითო კვირის სანაცვლოდ 30 ათასი ფუნტის გადახდას აპირებს.