სახელი: აარონ რემსი
დაბადების თარიღი: 26 დეკემბერი, 1990 წელი
დაბადების ადგილი: კაერფილი, უელსი
ამპლუა: ნახევარმცველი
ნომერი: 16
ყოფილი გუნდი: კარდიფ სიტი
გუნდში მოსვლის თარიღი: 13 ივნისი, 2008 წელი
დებიუტი: 13 აგვისტო, 2008 წელი
პირველი გოლი: 2008 წლის 21 ოქტომბერს ფენერბახჩეს კარში
ბიოგრაფია
აარონ ჯეიმს რემსი დაიბადა 1990 წლის 26 დეკემბერს უელსში.იგი არის უელსის ეროვნული ნაკრების წევრი.ამჟამად ასპარეობს ლონდონის არსენალში.თამაშობს ცენტრალურ ნახევარმცველად,მაგრამ შეუძლია ითამაშოს შეტევის ნებისმიერ ფლანგზე და დაცვაში.
ადრეული წლები
სანამ თავის ყურადრებას ფეხბურთს მიაპყრობდა,სკოლის მოსწავლე აარონი რაგბისტი იყო.იგი ერთ-ერთი სამოყვარულო გუნდის ფლანგზე თამაშობდა.ამ გუნდს კი მოუწია ამხანაგური მატჩის ჩატარება უელსის ერთ-ერთ უძლიერეს რაგბის გუნდთან,სადაც რემსიმ უმალ მიიპყრო მათი ყურადღება.თუმცა სანამ რაგბის გუნდი მოახერხებდა მის შეძენას,რემსი გაიფორმა კარდიფის საფეხბურთო სკოლამ.ის ცხოვრობდა თავის მშობლებთან ერთად,მარლენთან და კევინთან და თავის ძმა ჯოშთან სანამ ლონდონში არ გადავიდოდა.
კარდიფ სიტი
ბავშვთა ტურნირზე შესანიშნავად ასპარეზობის შემდეგ რემსი კარდიფ სიტიმ შეიძინა,რომელმაც ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ნიუკასლი დაამარცხა.რამოდენიმე წლის შემდეგ მას ქონდა დებიუტი კარდიფის შემადგენლობაში.ეს იყო 2006-2007 წლების სეზონში ჩემპიონშიფის გათამაშებაში.ეს იყო 2007 წლის 28 აპრილს,როდესაც კარდიფი ჰალ სიტის დაუპირისპირდა,რემსი შეცვლაზე შევიდა პოლ პარის ნაცვლად.ასე და ამგვარად რემსი გახდა კარდიფის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი,რომელმაც ჩემპიონშიფში ითამაშა,იგი მხოლოდ და მხოლოდ 16 წლის და 124 დღის იყო,მან გააუმჯობესა ჯონ ტოშაკის რეკორდი.2007 წლის ივნისში კარდიფმა უარი თქვა 1 მილიონიან შეთავაზებაზე რემსის თაობაზე,რომელიც შეთავაზებული იყო ერთ-ერთი ლონდონური კლუბისგან.კლუბი არ დასახელდა,თუმცა დარწმუნებით შეიძლება ითქვას,რომ ეს კლუბი 2007-2008 წლების სეზონში აქტიურად განაგრძობდა აარონზე დაკვირვებას.კარდიფმა უარი თქვა აგრეთვე მილიონიან შეთავაზებაზე ევერტონისგან,რომლებიც რემსის შემდგომი წარმატების შემთხვევაში კარდიფ სიტის დამატებით 200 000 გადაუხდიდნენ.
”რამბო”როგორც იგი არის ცნობილი კარდიფის გულშემატკივრებში,ლიგაში დებიუტი ქონდა 2007-2008 წლების სეზონში.6 ოქტომბერს კარდიფი ბარნლის ეთამაშებოდა,აარონი ბოლო წუთებზე შეცვლაზე გამოიყვანეს,მისმა გუნდმა კი შეხვედრა 2-1 მოიგო.რემსიმ პირველი პროფესიონალური კონტრაქტი 2007 წლის დეკემბერში გააფორმა.ახლა უკვე დრო იყო მას პირველი წუთებიდანვე ეთამაშა და ასეც მოხდა.5 იანვარს კარდიფს თამაში ქონდა FA Cup-ზე,დისკვალიფიცირებული იყო სტეფან მაკფეილი და ამიტომაც აარონმა ითამაშა.რემსიმ ბრწყინვალედ იასპარეზა,გაიტანა რა მეორე გოლი,მისმა გუნდმა კი 3-1 მოიგო.მისი ასეთი კარგი თამაშის გამო,იგი ნომინირებულ იქნა ნომინაციაში,რომელსაც ეწოდებოდა რაუნდის საუკეთესო მოთამაშე,თუმცა ეს პრიზი მან მაიკლ მიფსუდთან დათმო.26 აპრილს კარდიფის შემადგენლობაში მან პირველი გოლი გაიტანა ლიგის გათამაშებაში.ეს მოხდა ბარნლის წინააღმდეგ,ეს მატჩი კი 3-3 დასრულდა.რემსი ამის შემდეგ თანდათან იმკვიდრებდა ადგილს კარდიფის ძირითადში.იმ სეზონის განმავლობაში მან 22 შეხვედრის ჩატარება შეძლო,ითამაშა გუნდის 6 მატჩიდან FA Cup-ზე ხუთი შეხვედრა,მათ შორის ფინალიც და ამით გახდა FA Cup-ის ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი,რომელმაც ფინალში ითამაშა.
FA Cup-ზე მიდლსბროსთან ბრწყინვალედ ჩატარებული მატჩის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია,რომ აარონით მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი,სერ ალექს ფერგიუსონი დაინტერესდა.მან აწარმოა მოლაპარაკებები კარდიფის მწვრთნელთან,ხოლო იუნაიტედის დაინტერესებასთან ერთად მისით დაინტერესდა არსენალი და ევერტონი.კარდიფის დირექტორმა პიტერ რიდსდეილმა ბიბისისთან ინტერვიუში განაცხადა,რომ მისი გუნდი არსენალის 5 მილიონიან შეთავაზებას რემსის თაობაზე დათანხმდა.კარდიფ სიტის მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა და არსენალის ყოფილმა ფეხბურთელმა ტერი ბარტონმა,რომელმაც აღმოაჩინა კიდეც რემის,რეკომენდაცია გაუწია რემსის არსენთან.სატრანსფერო მოლაპარაკებების დროს ბარტონმა რემსისაც ურჩია არსენალში გადასვლა,უთხრა რა რომ არსენალის თამაშის სტილი ზედგამოჭრილი იყო მისთვის.
არსენალი : 2008-2009
2008 წლის 10 ივნისს დადასტურდა ინფორმაცია,რომ შეხვედრაზე სადაც მონაწილეობას იღებდა იუნაიტედის,ევერტონი და არსენალის წარმომადგენლები რემსიმ არჩევანი ლონდონურ კლუბზე გააკეთა,არსენალმა კი ფეხბურთელში 4.8 მილიონი გადაიხადა.ტრანსფერი ოფიციალურად შედგა 13 ივნისს,რემსიმ კი კლუბთან გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.მთავარი მიზეზი რის გამოც რემსიმ არსენალი აირჩია,იყო არსენ ვენგერი.არსენ ვენგერი,რომელიც პირადად ჩაფრინდა შვეიცარიაში რემსის ოჯახთან,რომ ემცნო გეგმა რომელიც მას ქონდა მათ შვილთან დაკავშირებით.ვენგერმა რემსი შემდეგნაირად დაახასიათა:”ფეხბურთელი,რომელსაც აქვს მატჩის ორგანიზების საოცარი ნიჭი,კარგი აღნაგობა,კარგი ტექნიკა და ჩინებული მოედნის ხედვა.”
რემსის არსენალში დებიუტი ქონდა იმავე წლის 13 აგვისტოს,ლიგის მესამე საკვალიფიკაციო მატჩის დროს ტვენტეს წინააღმდეგ.პრემიერლიგაში დებიუტი ქონდა 13 სექტემბერს,ბლექბერნის წინააღმდეგ,სადაც მან ადებაიორს საგოლე გადაცემა გაუკეთა.23 სექტემბერს მან არსენალის შემადგენლობაში პირველად ითამაშა 90 წუთო.ეს მოხდა კარლინგის თასზე,შეფილდის წინააღმდეგ,რამბომ 2 საგოლე გადაცემა გააკეთა არსენალმა კი 6-0 მოიგო.მან არსენალის შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის დროს ფენერბახჩეს კარში.ამით იგი გახდა ლიგის მეხუთე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი,რომელმაც გოლი გაიტანა ჯგუფურ ეტაპზე და პირველი 1990 წელს დაბადებული ფეხბურთელი,რომელმაც შეძლო და გაიტანა გოლი.ფიფამ რემსი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელთა სიაში შეიყვანა,რომლისგანაც ძალიან ბევრს ელიან.2009 წლის 1 ივლისს მან კლუბთან ახალ,გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
2009-2010:
22 აგვისტოს რემსიმ არსენალის რიგებში შეძლო და გაიტანა პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი.ეს იყო პორტსმუთის წინააღმდეგ,რომელიც მეთოფეებმა 4-1 მოიგეს.ხოლო ამის შემდეგ ლიგის მატჩზე სელტიკის წინააღმდეგ მან საგოლე გადაცემა გაუკეთა ანდრეი არშავინს.28 ოქტომბერს კარლინგის თასის მეოთხე რაუნდის შეხვედრაში ლივერპულის წინააღმდეგ მან შესანიშნავად იასპარეზა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
რემსიმ პირველი მატჩი პირველივე წუთებიდანვე არსენალის შემადგენლობაში გამართა 2009 წლის 7 ნოემბერს,ვულვჰერმპტონის წინააღმდეგ,რომელიც მისმა გუნდმა 4-1 მოიგო,რემსიმ 90 წუთის განმავლობაში იასპარეზა.4 დღის შემდეგ რემსი უელსში წლის საუკეთესო ახაგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.2009 წლის 6 დეკემბერს მან პრემიერლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა სტოკთან შეხვედრაში,რომელიც მათ 2-0 მოიგეს.30 დეკემბერს მან უკვე თავისი მესამე გოლი გაიტანა პრემიერლიგაში,პორტსმუტის კარში,ხოლო მეთოფეებმა ის შეხვედრა 4-1 მოიგეს.2010 წლის 3 იანვარს FA Cup-ის მესამე რაუნდის შეხვედრაში ვესტ ჰემის წინააღმდეგ 78 წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა მოწინააღმდეგის კარში.რემსი იმ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.ვენგერმა კი იგი ასე დაახასიათა:”შეტევაზე ორიენტირებული როი კინი.ყველგან მოთამაშე ფეხბურთელი,რომელსც აქვს დისტანციების დაფარვის საოცარი უნარი.”
ტრავმა:
2010 წლის 27 თებერვლას მოხდა საშინელი რამ.არსენალი სტოკ სიტის გასვლით შეხვედრაში ეთამაშებოდა პრემიერლიგის შეხვედრას.რემსიზე კი ძალიან ცუდი ვარდნა განახორციელა რაიან შოვკროსმა.რემსიმ ფეხი ორ ადგილას მოიტეხა,ხოლო რაიანი მოენიდან გააძევს.რემსი საავადმყოფოში გადაიყვანეს სადაც დადასტურდა კიდეც ფეხის ორ ადგილას მოტეხვა.დაბრუნების კონკრეტული ვადა არ დასახელებულა,თუმცა 20 მარტს გავრცელდა ინფორმაცია,რომ იგი ხელჯოხის გარეშე დადიოდა.თუმცა მოგვიანებით არსენალის ოფოციალურ საიტზე გავრცელდა ინფორმაცია,რომ კლუბი მის დაბრუნებას შემოდგომის დასაწყისში ელის.მან პირველ ივნისს კლუბთან ახალ,გაუმჯობესებულ და გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
სანაკრებო კარიერა
რემსიმ ნაკრების თამაშზე გამოიძახეს 2005 წელს,17 წლამდელთა ნაკრებში.2007 წლის 21 აგვისტოს მას უკვე დებიუტი ქონდა 21 წლამდელთა ნაკრებში,რომელშიც უელსმა გასვლით შეხვედრაში შვედეთი 3-2 დაამარცხა.რემსი 17 წლის და რამოდენიმე თვის იყო და ამიტომ გააუმჯობესა კრის განტერის რეკორდი,ამით იგი უელსის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა,რომელმაც 21 წლამდელთა ნაკრებში ითამაშა.21 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ბრაიან ფლინმა განაცხადა,რომ მას რემსი ჭირდებოდა რათა გასულიყო 2009 წლის 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე,თუმცა ისინი ინგლისთან დამარცხდნენ,რემსიმ კი იმ შეხვედრაში საოცარი გოლი გაიტანა.
2008 წლის 19 ნოემბერს ჯონ ტოშაკმა რემსი დანიასთან ამახანაგურ შეხვედრაში რემსი ეროვნული ნაკრების განაცხადში შეიყვანა.2009 წლის 14 ოქტომბერს მან პირველი გოლი გაიტანა ნაკრების შემადგენლობაში.ეს იყო მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ლიხტენშტეინის წინააღმდეგ,სადაც რემსი უზადოდ შეასრულა ჯარიმა.6 ნოებერს ტოშაკმა იგი ისევ გამოიძახა შოტლანდიასთან ამხანაგურ შეხვედრაში.უელსმა 3-0 მოიგო,რემსიმ 2 საგოლე გადაცემა გააკეთა,ბოლო გოლი კი თავისი სოლო რეიდის შემდეგ გაიტანა.
ავტორი: ირაკლი სვანიძე