ავტორიზაცია

სახელი:
პაროლი:

ძებნა

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

ცხრილი

სიტი 24 57
მანჩესტერი 24 55
ტოტენჰემი 24 50
ჩელსი 24 43
ნიუკასლი 24 42
არსენალი 24 40
ლივერპული 24 39
სანდერლენდი 24 33
ნორვიჩი 24 32
სუონსი 24 30
ევერტონი 24 30
სტოკ სიტი 24 30
ასტონ ვილა 23 28
ფულემი 24 27
ვესტ ბრომვიჩი 24 26
ქუინზ პარკი 24 21
ვულვზი 24 21
ბოლტონი 24 20
ბლექბერნი 24 18
უიგანი 24 16

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0

სტატისტიკა

 
 
სახელი: ანდრეი არშავინი
დაბადების თარიღი: 29 მაისი, 1981 წელი
დაბადების ადგილი: სანკტ-პეტერბურგი
ამპლუა: შემტევი ნახევამცველი
ნომერი: 23
ყოფილი კლუბი: ზენიტი
გუნდში მოსვლის თარიღი: 3 თებერვალი, 2009 წელი 
დებიუტი: 21 თებერვალი, 2009 წელი
პირველი გოლი: ბლექბერნის წინააღმდეგ 2009 წლის 15 მარტს
 
ბიოგრაფია
ანდრეი სერგეევიჩ არშავინი დაიბადა 1981 წლის 29 მაისს სანკტ-პეტერურგში,ტიპიურ რუსულ ოჯახში.მისი მამა სერგეი ნიჭიერი,სამოყვარულო დონეზე მოთამაშე ფეხბურთელი იყო.არშავინი გადაურჩა ისეთ ინციდენტს,რომელსაც შეეძლო მისი სიცოცხლე დაესრულებინა.მას მანქანა დაეჯახა,მაგრამ საბედნიეროდ ანრეი გადარჩა.მისი აღზრდა კიდევ უფრო გაჭირდა,როდესაც მისი მშობლები გაშორდნენ.ანდრეი ამას ძალიან განიცდიდა და ღამეებსაც კი ათენებდა.ეს იყო მისი მამა,რომელმაც აიძულა ანდრეი გამხდარიყო ფეხბურთელი,მას შემდეგ რაც თვითონ სერგეი ვერ გახდა პროფესიონალი ფეხბურთელი.არშავინმა ადრეულ ასაკში დაიწყო ფეხბურთის თამაში და უკვე 7 წლის ზენიტის საფეხბურთო სკოლაში თამაშობდა,მის მშობლიურ კლუბში.სანამ ფეხბურთი მისთვის ყველაფერი გახდებოდა,სკოლის მოსწავლე ანდრეი იმედისმომცემ შაშის მოთამაშედ ითვლებოდა.არშავინის მამა გულის პრობლემის გამო 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.არშავინს და მის მეუღლეს იულიას,ყავთ ორი შვილი.ანდრეი არშავინმა უკვე დაწერა 3 წიგნი.
ანდრეი არის რუსი შემტევი ნახევარმცველი,რომელიც თამაშობს ლონდონის არსენალის შემადგენლობაში.აგრეთვე არის რუსეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი.მას მოგებული აქვს უეფას თასი და უეფას სუპერ თასი ზენიტის შემადგენლობაში.
2006 წელს ანდრეი რუსეთში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.არშავინმა მსოფლიო კლუბების ყურადღება ეურო 2008-ზე მიიქცია.მან ის ტურნირი დიდებულად ჩაატარა და ტურნირის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.სწორედ ამის შემდეგ გადავიდა იგი არსენალში.
 
სანკტ-პეტერბურგის ზენიტი
2000 წელს არშავინი ზენიტის პირველი უნდის განაცხადში მოხვდა.დებიუტი ქონდა ინტერტოტოს თასის გათამაშებაზე ბრენდფორდის წინააღმდეგ,რომელიც რუსულმა კლუბმა 3-0 მოიგო.არშავინი სხვადასხვა პოზიციებზე თამაშობდა:დაიწყო მარჯვენა ნახევარმცველად,შემდეგ შემტევი ნახევამცველი იყო, საბოლოოდ კი მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა ან ფლანგზე ან ცენტრში.მან მოიგო რუსეთის პრემიერლიგის ჯილდო,რადგან შეეძლო ეთამაშა სხვადასხვა პოზიციებზე.
ზენიტის გულშემატკივრებმა მას მეტსახელი ”შავაც” შეარქვეს,რადგან მან 2007 წელს კლუბს რუსეთის პრემიერლიგა მოაგებინა და ამასთანავე ყველა შეხვედრა ჩაატარა.მან იმ წელს გაიტანა 11 გოლი და გააკეთა 11 საგოლე გადაცემა(საგოლე გადაცემების რიცხვი იყო სარეკორდო რუსეთის პრემიერლიგის ისტორიაში.).ეს იყო კლუბის პირველი ტიტული 1984 წლის შემდეგ.არშავინი იყო აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი ზენიტისთვის 2008 წლის უეფას თასის გათამაშებაზე,რომელიც რუსულმა კლუბმა მოიგო.არშავინი ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა,ამასთანავე მას იმ ტურნირზე ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა ქონდა გაკეთებული.
არშავინის კარგმა ასპარეზობა უეფას თასზე და ეურო 2008-ზე მიიქცია ბევრი ევროპული გრანდის ყურადღება.თუმცა მისდამი ინტერესი 2008 წლის იანვარში უკვე გამოჩენილი ქონდა ნიუკასლის მთავარ მწვრთნელ სემ ელერდაისს,თუმცა ეს უკანასკნელი სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.2008 წლის ივნისში ზენიტმა ბარსელონას 15 მილიონიან შეთავაზებაზე უარი თქვა.ტოტენჰემმა 16 მილიონიც კი შესთავაზე მაგრამ რუსული კლუბი 22 მილიონს ითხოვდა.ზინიტის ასეთმა საქციელმა აღაშფოთა ანდრეი და მას მოუვიდა კონფლიქტი კლუბის ხელმძღვანელობასთან.რის შედეგადაც საბოლოოდ გადაწყვიტა მშობლიური კლუბის დატოვება.
 
არსენალი
2009 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არშავინის გადაბირება სურდა ლონდონის არსენალს.2 თებერვალს სატრანსფერო ფანჯრის დახურის ბოლო დღეს არშავინი არსენალის სტადიონთან ახლოს მდებარე სასტუმროში იყო დაბინავებული.საღამოს 10 საათისთვის მან დატოვა სასტუმრო და გავრცელდა ინფორმაცია,რომ იგი რუსეთში ბრუნდებოდა.თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 1 საათით ადრე ზენიტი როგორც იქნა დათანხმდა არსენალის შეთავაზებას.მან შეათანხმა კონტრაქტის პირობები არსენალთან,გაიარა სამედიცინო შემოწმება,თუმცა არსენალს ჯერ კიდევ არ ქონდა ზენიტისთვის გადახდილი არშავინის საკომპენსაციო თანხა და ტრანსფერი ყოვნდებოდა.საქმე კიდევ უფრო გაართულა უამინდობამ ინგლისში,რის გამოც შეჩერდა პრემიერლიგის რეგისტრაციის პროცესი და სატრანსფერო ფანჯრის დახურვის ვადა გადაიწია.ტრანსფერი არ დადასტურდა 3 თებერვლამდე,ერთი დღით გვიან მას შემდეგ რაც სატრანსფერო ფანჯარა იხურება.ამის შემდეგ როგორც იქნა დადასტურდა არშავინის ტრანსფერი.არ დასახელდა სატრანსფერო თანხა,თუმცა ანდრეიმ კლუბთან გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.არშავინმა 23 ნომრიანი მაისური მოირგო,რომლითაც თავის დროზე სოლ კემპბელი ასპარეზობდა.
დებიუტი ქონდა იმავე წლის 21 თებერვალს სანდერლენდის წინააღმდეგ.პირველი გოლი მეთოფეთა შემადგენლობაში გაიტანა 15 მარტს ბლექბერნის კარში.მან ის სეზონის ბრწყინვალედ ჩაატარა გაიტანა რა 6 გოლი 12 შეხვედრაში.მისით მოხიბლული იყო არსენალის ლეგენდა დენის ბერგკამპი,რომელმაც განაცხადა:”მას აქვს ყველაფერი რათა გახდეს არსენალის გულშემატკივრების საყვარელი ფეხბურთელი.”მომდევნო სეზონიც არშავინმა ნორმალურად ჩაატარა,თუმცა არა ისე კარგად როგორც წინა სეზონში.არშავინმა ლივერპულის კარში 4 გოლის გატანა შეძლო,ეს კი ენფილდზე 1946 წლის შემდეგ პრემიერლიგის შეხვედრებში.იგი 2009 წელს მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.ამ ხნის განმავლობაში მან მეთეოფეთა რიგებში 42 შეხვედრა ჩაატარა გაიტანა რა 16 გოლი.
 
სანაკრებო კარიერა
არშავინს რუსეთის ნაკრებში დებიუტი ქონდა 2002 წლის 17 მაისს.პირველი გოლი ნაკრებში გაიტანა 2003 წლის 13 თებერვალს ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის წინაარმდეგ.მას შემდეგ მან ყველა ტურნირზე გაიტანა,სადაც რუსეთის ნაკრები მონაწილეობდა.2009 წლის 11 ივნისს გუს ჰიდინკმა იგი რუსეთის ეროვნული ნაკრების კაპიტნად დანიშნა.მას ნაკრებში ჩატარებული აქვს 51 შეხვედრა და შეძლო 16 გოლის გატანა.
 
 
ავტორი: ირაკლი სვანიძე
 
 

ბომბარდირები

ვან პერსი 28
უოლკოტი 6
ჟერვინიო 4
არტეტა 4
ჩემბერლეინი 4

ასისტენტები

სონგი 8
უოლკოტი 8
ვან პერსი 8
ჟერვინიო 7
რემსი 6

რეკლამა

ჩატი

რეკლამა