სახელი: რიო მიაიჩი
დაბადების თარიღი: 14 დეკემბერი, 1992 წელი
დაბადების ადგილი: ოკაძაკი, იაპონია
ამპლუა: თავდამსხმელი
ნომერი: 31
გუნდში მოსვლის თარიღი: 31 იანვარი, 2011 წელი
დებიუტი: 20 სექტემბერი, 2011 წელი
პირველი გოლი:
ბიოგრაფია
რიო მიაიჩი სპორტული ოჯახის წევრია. მამამისი, ტომი ყოფილი ბეისბოლისტია, რომელიც თამაშობდა ტოიოტა მოტორსის სპორტულ კლუბში, მოგვიანებით კი ამ კლუბის მწვრთნელიც გახდა. მისი ძმა ცუიოშიც ფეხბურთელია რიოს მსგავსად. მიაიჩმა ფეხბურთის თამაში სასკოლო ასაკში, დაწყებითი სკოლის გუნდში დაიწყო, რომელსაც Sylphid F.C ეწოდებოდა. ამის შემდეგ იგი Chūkyōdai Chūkyō High School-ში გადავიდა და ამავე სკოლის გუნდში დაიწყო თამაში. 2010 წელს მისმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო იაპონიის სასკოლო გუნდთა ჩემპიონატში, მაგრამ პირველივე რაუნდში დამარცხდა.
არსენალი
მიაიჩი არსენალში 2010 წელს აღმოჩნდა. იგი არსენალის ბაზაზე ვარჯიშობდა. არსენ ვენგერი დარწმუნებული იყო მის შესაძლებლობებში და არსენალთან კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა მას. 2011 წლის 31 იანვარს მან არსენალთან პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა და არსენალის წევრი გახდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით არსენ ვენგერმა მაშინ განაცხადა: ”ბედნიერი ვართ, რომ რიო მიაიჩი გავიფორმეთ. იგი ჩვენთან ზაფხულიდან ვარჯიშობს და აქვს შესანიშნავი შესაძლებლობები, რომლებმაც ბევრი გუნდის ყურადღება მიიპყრეს”
ფეიენოორდი
როგორც კი მან არსენალთან კონტრაქტი გააფორმა, ცნობილი გახდა, რომ იჯარის წესით ფეიენოორდში ითამაშებდა. ჰოლანდიის ჩემპიონატში მისი დებიუტი 5 თებერვალს ვიტესის წინააღმდეგ შედგა. მან მატჩი სრულად ითამაშა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. ამის შემდეგ მან ერაკლესის წინააღმდეგაც ითამაშა და გოლის გატანაც მოახერხა და საგოლე გადაცემაც გააკეთა. 2011 წლის 17 აპრილს, ვილემ II-თან შეხვედრაში რიომ დუბლი გაიფორმა და ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა. მატჩი კი ფეიენოორდის გამარჯვებით 6-1 დასრულდა.
ჰოლანდიელებმა იაპონელ ტალანტს მეტსახელიც მოუფიქრეს. ”რიოდინიო” სწორედ ასე მოიხსენიებდნენ მას ადგილობრივები, რადგან რონალდინიოს ადარებდნენ. გარდა ამისა მას იაპონელი მესიც შეარქვეს.
2011-12 სეზონი
ფეიენოორდიდან დაბრუნების შემდეგ, რიო არსენალის პირველ გუნდში მოხვდა. იგი შევიდა ასევე არსენალის 23 კაციან განაცხადშიც, რომელიც აზიურ ტურნეზე მიემგზავრებოდა.
არსენალის მაისურით მისი დებიუტი სწორედ აზიურ ტურნეზე შედგა, როდესაც მეთოფეები მალაიზიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ. რიომ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 66 წუთი დაჰყო. იგი რობინ ვან პერსიმ შეცვალა.
2011 წლის 9 აგვისტოს მიაიჩის ვიზა და ინგლისში მუშაობის უფლება მისცეს. იგი თავისუფლად შეძლებს მონაწილეობას პრემიერ-ლიგის მატჩებში. ასევე ვენგერმა იგი ჩემპიონთა ლიგის 23-კაციან განაცხადშიც შეიყვანა. 2011 წლის 23 აგვისტოს მიაიჩიმ არსენალის სარეზერვო გუნდში უიგანის წინააღმდეგ ითამაშა და 83-ე წუთზე გოლის გატანაც მოახერხა.
მთარგმნელი: ჯანო გოგოლი