ავტორიზაცია

სახელი:
პაროლი:

ძებნა

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

ცხრილი

სიტი 38
89
მანჩესტერი
38
89
არსენალი 38
70
ტოტენჰემი 38
69
ნიუკასლი
38
65
ჩელსი 38
64
ევერტონი 38 56
ლივერპული
38 52
ფულემი 38 52
ვესტ ბრომვიჩი
38 47
სუონსი
38 47
ნორვიჩი
38 47
სანდერლენდი
38
45
სტოკ სიტი
38
45
უიგანი
38
43
ასტონ ვილა
38
38
ქუინზ პარკი
38
37
ბოლტონი
38
36
ბლექბერნი 38
31
ვულვზი 38 25

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 18
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 11

Henry, 4venger, veluri, magdavanpersie, tornike_arsenal, jafara-arsenal, pervi, giorgi_arsenali, arsenal, Sagna, aleko

სტატისტიკა

 
 
სახელი: ტომაშ როსიცკი
დაბადების თარიღი: 04 ოქტომბერი, 1980 წელი
დაბადების ადგილი: პრაღა, ჩეხეთუს რესპუბლიკა
ამპლუა: ნახევარმცველი
ყოფილი გუნდი: დორტმუნდი
ნომერი: 7
გუნდში მოსვლის თარიღი: 23 მაისი, 2006 წელი
დებიუტი: 09 აგვისტო, 2006 წელი
პირველი გოლი: 13 სექტემბერი, 2006 წელი
 
ბიოგრაფია
ტომას როსიცკი 1980 წლის 04 ოქტომბერს დაიბადა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში. როსიცკის პატარაობაში "პატარა მოცარტს" ეძახდნენ, ვინაიდან და რადგან როსიცკის უდაოდ კარგი პასი და ბურთის ფლობა ჰქონდა. 18 წლის ასაკში მან პირველი გუნდი გაიცნო სახელით "სპარტა".სპარტაში მოსახვედრად ტომასს მამა დაეხმარა.
 
CKD Kompresory Praha
ამ გუნდში ტომასი სულ პატარაობისას თამაშობდა, მაშინ როდესაც როსიცკის "პატარა მოცარტს" უწოდებდნენ. ამ გუნდში როსიცკი არ ვარჯიშობდა როგორც მომავალი დიდი და წარმატებული ფეხბურთელი კომპერსორიში იგი ვარჯიშობდა და მიისწრაფოდა სხვა გუნდში გადასვლისკენ.
სხვა გუნდი მართლაც გამოჩნდა სადაც როსიცკი ზემოხსენებული ისტორიის მეშვეობით გადავიდა.მისი მომავალი გუნდი "პრაღის სპარტა" გახლდათ სადაც როსიცციმ ბევრი ტიტული და წლის მოთამაშის წოდება მიიღო. ამა და ამ გვარად წავიდა იგი დიდ ფეხბურთში და მიჰყვა მამამისის მითითებულ გზას.
 
ბორუსია დორტმუნდი
2001 წელს როსიცკიმ მიაშურა მის შემდეგ კლუბს სახელით "ბორუსია დორტმუნდი", მან ამ კლუბთან ერთად 2002 წელს მოიგო თასი. ამავე წელს ჩეხმა ნახევარმცემა ითამაშა უეფას თასის ფინალშიც როდესაც ერთმანეთს ბორუსია და ფეინოორდი ხვდებოდნენ. ეს მატჩი კი ფეინოორდის გამარჯვებით ანგარიშით 2-3 დასრულდა. მან საუკეთესო ფორმა აკრიფა 2004-2005 წლებში. როსიცკიმ ბორუსიის დორტმუნდის ფორმით 150 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში, ხოლო 23 მატჩი ჩემპიონთა ლიგაში. ტომასმა ამ გუნდს ძალიან დაეხმარა, თვითონაც ბევრი ისწავლა და ხალხის სიმპათია დაიმსახურა. და გათენდა დღე როდესაც ტომასს ამცნეს რო ბორუსიას ფინანსური პრობლემები ჰქონდა და მას გუნდი უნდა დაეტოვებინა. 2006 წლის მეხუთე თვის 23 რიცხვში როსიცკი მეთოფე გახდა.
 
არსენალი
ტომას როსიცკი ოფიციალურად მეთოფე 2006 წლის 23 მაისს გახდა. იგი ბორუსიის დორტმუნდიდან გადმოვიდა არსენალში. ტრანსფერის თახნა ოფიციალურად არავინ იცის, მაგრამ გავრცელებული ჭორების თანახმად ტრანსფერი 6.8 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაჯდა. ტომასმა არსენალის მაისური 7 ნომრით მიიღო, რადგანაც პირესი გადავიდა არსენალიდან და ეს ნომერი განთავისუფლდა. ტომასის დებიუტი არსენალში 2006 წლის 09 აგვისტოს შედგა, როდესაც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ლონდონის არსენალი და დინამო ზაგრები ხვდებოდნენ. ეს მატჩი ლონდონელების გამარჯვებით ანგარიშით 3:0 დასრულდა. ვენგერი ტომასს მარცხენა ფლანგზე ათამაშებდა. როსიცკიმ პირველი გოლი 2006 წლის 13 სექტემბერს გაიტანა, როდესაც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონის არსენალი და ჰაბურგი ხვდებოდნენ. ეს მატჩი ლონდონელების გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა. ამ თამაშში როსიცკიმ გოლი შორიდან გაიტანა. მან 27 მეტრიდან დაარტყა და ჰამბურგის მეკარეს შანსი აღარ დაუტოვა. ვენგერი იმავე ფლანგზე ათამაშებს მას სადაც რობერტ პირესი თამაშობდა. ტომასი დღემდე არსენალის რიგებში ირიცხება და განაგრძობს ბრძოლას ძირითადისკენ.
 
ნაკრები
როსიცკის დებიუტი ნაკრებში 2000 წელს შედგა, როდესაც ერთმანეთს ჩეხეთის რესპუბლიკა და ირლანდია ხვდებოდნენ, ამ დროს ტომასი 19 წლის გახლდათ. ტომასმა ასევე ითამაშა ევრო 2000 ზე და ევრო 2004 შიც, სადაც ტომასმა ნაკრებს დიდი დახმარება გაუწია. ტომასმა შესანიშნავად ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზეც. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე როსიცკიმ 2 გოლი გაიტანა, როდესაც ერთმანეთს ამერიკისა და ჩეხეთის ეროვნული ნაკრებები ხვდებოდნენ. ეს მატჩი კი ჩეხთა გამარჯვებით ანგარიშით 3:0 დასრულდა. 2006-2007 წლებში ტომასი ეროვნული ნაკრების კაპიტანი გახდა, როდესაც ნედვედი ფეხბურთიდან წავიდა.
 
 
მთარგმნელი: გიგა შუბითიძე
 
 

ბომბარდირები

ვან პერსი 37
უოლკოტი 11
არტეტა 6
ვერმაელენი 6
ბენაიუნი 6

ასისტენტები

სონგი 14
ვან პერსი 13
უოლკოტი 12
ჟერვინიო 8
რემსი 7

რეკლამა

ჩატი

რეკლამა