სახელი: კირენ ჯეიმს რიკარდო გიბსი დაბადების თარიღი: 26 სექტემბერი, 1989 წელი დაბადების ადგილი: ლონდონი, ინგლისი ამპლუა: მცველი ყოფილი გუნდი: უიმბლდონი ნომერი: 28 გუნდში მოსვლის თარიღი: 10 სექტემბერი, 2007 წელი დებიუტი: 31 ოქტომბერი, 2007 წელი
პირველი გოლი: 20 სექტემბერი, 2011 წელი შრიუსბერის კარში
ბიოგრაფია გიბსი 1989 წლის 26 სექტემბერს ინგლისის დედაქალაქ ლონდონში დაიბადა. გიბსი უიმბლდონის საფეხბურთო აკადემიაში ემზადებოდა, თუმცა აკადემია დაიშალა და შეიქმნა თავიდან ახალი სახელწოდებით "Milton Keynes Dons". გიბსი ამ დროს კი მეთოფე გახდა.
უიმბლდონი კირენი ვარჯიშობდა ზემოხსენებული გუნდის აკადემიაში, შემდეგ კი ახალი სახელით მოასპარეზე იგივე "Milton Keynes Dons"- ში. თუმცა გიბსს ამ გუნდში ბევრი დრო არც გაუტარებია. ვენგერმა ხელთ იგდო ახალგაზრდა მცველი და თავისთან წაიყვანა, ახალგაზრდა კირენი კი სიხარულით დათანხმდა ვენგერის შეთავაზებულ წინადადებას.
არსენალი გიბსი 2007 წლის 10 სექტემბერს მეთოფე გახდა მისი დებიუტი კი ამავე წლის 31 ოქტომბერს შედგა, სადაც ერთმანეთს ლონდონის არსენალი და შეფილდ იუნაიტედი კარლინგის თასზე ხვდებოდნენ. ეს მატჩი მეთოფეების გამარჯვებით 3:0 დასრულდა. გიბსი ასევე განათხოვრებული იყო ნორვიჩშიც საიდანაც არსენალმა ერთი ორად გაზრდილი ჯეიმს რიკარდო გიბსი იხილა. ამ სეზონში კლიშიმ ტრავმა მიიღო, გიბსისდა საბედნიეროდ ეს ტრავმა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა. გიბსმა პირველივე წუთებიდან ითამაშა "ფა"-ს თაის ნახევარფინალში ჩელსის წინააღმდეგ და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი ვილიარეალის წინააღმდეგ, სადაც არსენალმა 3:0 გაიმარჯვა. ამასთან ერთად გიბსმა ორ ნახევარფინალურ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, თამაშები მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ იყო, სადაც არსენალი ორივე მატჩში დამარცხდა.
ნაკრები 2009 წლის 8 ივნისს გიბსმა გაიტანა 2 გოლი ამხანაგურ მატჩში, სადაც ერთმანეთს ინგლისისა და აზერბაიჯანის ნაკრებები ხვდებოდნენ ერთმანეთს. ინგლისმა ეს მატჩი 7:0 მოიგო. კირენ გიბსი და ტეო უოლკოტი ერთდროულად გამოიძახეს ინგლისის 21- წლამდელთა ნაკრებში სადაც მათ ახალგაზრდული ევროპის ლიგა ელოდათ. ინგლისმა ფინალამდე გააღწია თუმცა ფინალურ ეტაპზე გერმანიის ნაკრებმა დაამარცხა. კირენ გიბსმა განაცხადა, რომ მისი მშობლები იყვნენ არსენალის გულშემატკივრები და მათ ძალიან უყვარდათ დენის ბერგკამპი და იან რაიტი.
მთარგმნელი: გიგა შუბითიძე
|