სახელი: ნევეს დენილსონი დაიბადა: 16 თებერვალი, 1988 წელი დაბადების ადგილი: სან პაულო,ბრაზილია ამპულა: ნახევარმცველი ყოფილი გუნდი: საო პაულო ნომერი: 15 გუნდში მოვიდა: 31 აგვისტო, 2006 წელი დებიუტი: 24 ოქტომბერი, 2006 წელი პირველი გოლი: 25 სექტემბერი, 2007 წელი დენილსონი ლონდონის არსენალის და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი
ბიოგრაფია დენილსონი დაიბადა 1988 წლის 16 თებერვალს ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში. ნევეს დენილსონი ბრაზილიის 19 წლამდელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი და წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ. ნევსის პირველი გუნდი ბრაზილიური "საო პაულო" იყო.
საო პაულო ნევეს დენილსონმა ბრაზილირი "საო პაულო"- ს რიგებში 12 მატჩი ითამაშა, იგი დაცვითი ტიპის ნახევარმცველად ჩამოყალიბდა და თავი ძალიან კარგად წამოაჩინა, მისთვის იღბლიანი გამოდგა ერთი დღე, როდესაც დენილსონს აცნეს, რომ მისით არსენ ვენგერი იყო დაინტერსებული და მისი გადაბირება სურდა. რა თქმა უნდა ახალგაზრდა ნევესი ამ წინადადებით მოიხიბლა და მაშინვე დათანხმდა არსენალში გადასვლას.
არსენალი ნევეს დენილსონი არსენალის რიგებში 2006 წლის 31 აგვისტოდან ირიცხება, ვენგერმა დენილსონის გადმობირება სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღს მოახერხა. ტრანსფერი არსერნალს 3.4 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა. ნევესს მოისაზრებდნენ ჟილბერტო სილვას შემცვლელად, თუმცა ახლად გადმოსული სონგი დიდ კონკურენციას უწევდა ბრაზილიელს. ნევესმა მაშინ განაცხადა " ჩემი ოცნება იყო ადრეულ ასაკში ევროპაში თამაში, მაგრამ როდესაც ვენგერისგან შემოთავაზება მივიღე მე მაშივე დავთანხმდი, მე არ მეგონდა თუ ოდესმე არსენლის დონის გუნდში მომიწევდა თამაში". მისი დებიუტი არსენალის რიგებში 2006 წლის 24 ოქტომბერს შედგა, როდესაც ერთმანეთს ლონდონის არსენალი და "ვბა"- ს ეთამაშებოდა კარლინგის თასზე. დენილსონმა პირველი გოლი არსენალის რიგებში 2007 წლის 25 სექტემბერს კარლინგის თასზე გაიტანა როდესაც ლონდონელები "ნიუ კასლს" ეთამაშებოდნენ. ამ მატჩი მეთოფეებმა 2-0 გაიმარჯვეს.
ნაკრები 2006 წლის ნოემბერში ნევეს დენილსონი მიიწვიეს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ, კერძოდ კი ამხანაგურ მატჩში შვეიცარიის წინააღმდეგ სათამაშოდ, მაგრამ ნევესმა ვერ შეძლო ამ თამაშში მონაწილეობის მიღება.
მთარგმნელი : გიგა შუბითიძე
|