ავტორიზაცია

სახელი:
პაროლი:

ძებნა

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

ცხრილი

სიტი 24 57
მანჩესტერი 24 55
ტოტენჰემი 24 50
ჩელსი 24 43
ნიუკასლი 24 42
არსენალი 24 40
ლივერპული 24 39
სანდერლენდი 24 33
ნორვიჩი 24 32
სუონსი 24 30
ევერტონი 24 30
სტოკ სიტი 24 30
ასტონ ვილა 23 28
ფულემი 24 27
ვესტ ბრომვიჩი 24 26
ქუინზ პარკი 24 21
ვულვზი 24 21
ბოლტონი 24 20
ბლექბერნი 24 18
უიგანი 24 16

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

სტატისტიკა

 
 
სახელი: აბუ დიაბი
დაბადების თარიღი: 11 მაისი, 1986 წელი
დაბადების ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
ამპლუა: ნახევარმცველი
ყოფილი გუნდი: ოსერი
ნომერი: 2
გუნდში მოსვლის თარიღი: 13 იანვარი, 2006 წელი
დებიუტი: 21 იანვარი, 2006 წელი
პირველი გოლი: ასტონ ვილასთან, 01 აპრილი 2006 წელი
 
ბიოგრაფია
აბუ დიაბი დაიბადა 1986 წლის 11 მაისს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, მისი პირველი საფეხბურთო გუნდი იყო საბავშვო "Red Star" იგი 13 წლის ასაკში სწორედ ამ გუნდში ირიცხებოდა, ორი წლის შემდეგ დიაბი "პსჟ"- ს შეუერთდა. ამავე დროს იგი ცნობილ საფეხბურთო აკადემიაში "Klerfonten" შიც ვარჯიშობდა.
 
ოსერი
ფრანგული ოსერის შეთავაზებულ კონტრაქტს დიაბიმ 2002 წელს მოაწერა, ამავე წელს მოიგო პირველი ტიტულიც, ამ დროს დიაბი 16 წლის იყო. აბუ დიაბის დებიუტი დიდ ფეხბურთში "რენი"-ს წინააღმდეგ 2004 წლის 14 აგვისტოს შედგა. პროფესიული კონტრაქტის მოწერის შემდეგ დიაბიმ ოსერის შემადგენლობაში 5 მატჩი ჩაატარა 2004-2005 წელს, და ექვსი მატჩი 2005-2006 წელს.
2006 წელის ზაფხულში კი იგი საფრანგეთსა და ოსერს დაემშვიდობა და მის ახლანდელ კლუბში ლონდონის არსენალში გადმოვიდა.
 
არსენალი
აბუ დიაბი არსენალის რიგებში 2006 წლის 13 ივნისიდან ირიცხება, აბუ არსენალმა დაახლოებით 2 მილიონ ფუნტად შეიძინა, მას 2 ნომერი მაისური ერგო, რომელიც მანამდე გამგზავრებულ ლი დიქსონს ეკუთვნოდა.
დიაბის დებიუტი შედგა მისი გადმოსვლის წელსვე 21 იანვარს, როდესაც არსენალი ევერტონს ხვდებოდა. ის მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგეს მეთოფეებმა. აბუმ პირველი გოლი 2006 წლის 1 აპრილს გაიტანა ასტონ ვილას წინააღმდეგ, იმ მატჩში კი მეთოფეებმა 5-0 გაიმარჯვეს. ამავე წლის 1 მაისს აბუ დიაბიმ "სანდერლენდის" წინააღმდეგ თამაშის დროს ტრავმა მიიღო, მას დენ სმიტმა ფეხი ჩაარტყა და აბუს 8 თვიანი ტრავმა მიაყენა, აბუ დიაბისთვის ეს ტრავმა ძალიან ძნელი გადასატანი გამოდგა. აბუ დიაბიმ ტრავმის გამო გამოტოვა თამაში ჩემპიონთა ლიგაში ბარსელონას წინააღმდეგ და ევროპის ახლაგაზრული ჩემპიონატიც. აბუმ ტრავმა 2007 წლის 9 იანვარს მოიშუშა და მოედანს დაუბრუნდა როდესაც არსენალი თასის მეოთხედ ფინალში ლივერპულს ხვდებოდა (6:3) აბუ დიაბიმ ამ თამაშში ტეო უოლკოტი შეცვალა. ფრანგმა ასევე მონაწილეობა მიიღო ლიგის ფინალშიც სადაც არსენალი ლონდლონის ჩელსის ხვდებოდა, დიაბიმ უოლკოტს საგოლე გადაცემაც გაუკეთა თუმცა მატჩი სამწუხაროდ მეთოფეების წაგებით ანგარიშით 1:2 დასრულდა.
 
07/08 სეზონში აბუ დიაბი გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდა. არსენ ვენგერი ხშირად ათამაშებდა მარცხენა ფლანგზე. დიაბიმ სეზონი საუკეთესოდ ჩაატარა, მისი პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე 2007 წლის 12 დეკემბერს ბუქარეშტის "სტიაუასთან" ვიხილეთ. მან პირველი წითელი ბარათი ამავე წლის 29 მარტს მიიღო ბოლტონის წინააღმდეგ. 2008 წლის 8 აპრილს დიაბიმ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი მეორე გოლი გაიტანა, სადაც მეოთხედ ფინალში ინგლისური გრანდები არსენალი და ლივერპული ხვდებოდნენ ერთმანეთს. ფლამინის წასვლის შემდეგ დიაბის ძირითადში სათამაშო შანსები კიდევ უფრო მოემატა, მას კონკურენცია სონგისთის და დენილსონისთვის უნდა გაეწია.
 
ნაკრები
დიაბიმ ითამაშა 14 მატჩი საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრების მაისურით. მისი საუკეთესო სეზონი საფრანგეთის ლიგაში 2005-6 წლებში იყო. მან სარანგეთის ეროვნული ნაკრების მაისურით ითამაშა ორი შესარჩევი მატჩი, მისი დებიუტი ნაკრებში შედგა 2008 წლის 24 მარტს.
ხოლო 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იგი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორმით უკვე ძირითადში თამაშობს.
 
 
 
მთარგმნელი: გიგა შუბითიძე
 
 

ბომბარდირები

ვან პერსი 28
უოლკოტი 6
ჟერვინიო 4
არტეტა 4
ჩემბერლეინი 4

ასისტენტები

სონგი 8
უოლკოტი 8
ვან პერსი 8
ჟერვინიო 7
რემსი 6

რეკლამა

ჩატი

რეკლამა