სახელი: ვიტო მანონე დაბადების თარიღი: 2 მარტი, 1988 წელი დაბადების ადგილი: იტალია
ამპლუა: მეკარე ყოფილი გუნდი: ატალანტა ნომერი: 24 გუნდში მოსვლის თარიღი: 1 ივლისი, 2005 წელი დებიუტი: 24 მაისი, 2009 წელი
ვიტო მანონე არსენალს 2005 წელს შეუერთდა. ვენგერმა იგი 350 000 ევროდ ატალანტადან იყიდა და სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. არსენალში მისი დებიუტი წინასასეზონო ამხანაგურ მატჩში შედგა ბარნეტის წინააღმდეგ 2005 წლის 16 ივლისს, როდესაც მეთოფეებმა 4-1 იმარჯვეს.
ბარნსლი 2006 წლის 18 აგვისტოს მანონე 3 თვიანი არენდით ბარნსლში გაანათხოვრეს, სადაც მან ბარნსლის მეკარე ნიკ კოლგანი შეცვალა და პირველი მეკარე გახდა. მის სადებიუტო მატჩში პრესტონის წინააღმდეგ იგი ცვლილებაზე შემოვიდა მას შემდეგ რაც კოლგანი მოედნიდან გააძევეს. შემდეგ მატჩში კი მან ტრავმა მიიღო
არსენალი კოჭის ტრავმის გამო, მანონეს საარენდო პერიოდი მოკლე გამოდგა და ის არსენალს 23 ოქტომბერს დაუბრუნდა. ამის შემდეგ ის ასევე იჯარით გადავიდა შოტლანდიის პრემიერ-ლიგაში, კერძოდ კი კლუბ ”გრეტნაში” 2007 წლის 19 დეკემბერს არსენალის ხელმძღვანელობამ, ”მეთოფე” გულშემატკივრებს შეატყობინეს რომ მანონე კლუბთამ ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. 2008 წლეს იანს ლემანის არსენალიდან წასვლის შემდეგ, ვიტო არსენალის მესამე მეკარე გახდა, მანუელ ალმუნიასა და ლუკაშ ფაბიანსკის შემდეგ. 2008 წლის ზაფხულში მან ოთხი წინასასეზონო მატჩი ჩაატარა არსენალის პირველ გუნდში. 2009/10 სეზონში ალმუნიასა და ფაბიანსკის ტრავმების გამო, მანონე არსენალის ძირითადი მეკარე გახდა და ჩემპიონთა ლიგაში მისი დებიუტიც შედგა სტანდარტის წინააღმდეგ 2009 წლის 16 სექტემბერს. ამ მატჩში არსენალმა 2-3 იმარჯვა. სწორედ ამ პერიოდში მან თავისი მეორე მატჩი ითამაშა პრემიერ-ლიგაში უიგანის წინააღმდეგ ამავე წლის 19 სექტემბერს. ამას მოჰყვა ფულემის წინააღმდეგ გამართული მატჩი 26 სექტემბერს, სადაც მანონემ არაჩვეულებრივი სეივებით დაამახსოვრა არსენალის გულშემატკივრებს თავი და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს. 2010 წლის 25 იანვარს მანონემ კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა არსენალთან კონტრაქტი. ის აპირებს არსენალის პირველი მეკარე გახდეს.
ნაკრები 2009 წლის 13 ნოემბერს შედგა მანონეს დებიუტი იტალიის 21 წლამდელთან ნაკრებში უნგრეთის წინააღმდეგ
მთარგმნელი: ჯანო გოგოლი
|