ავტორიზაცია

სახელი:
პაროლი:

ძებნა

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

ცხრილი

სიტი 24 57
მანჩესტერი 23 54
ტოტენჰემი 23 49
ჩელსი 23 42
არსენალი 24 40
ნიუკასლი 23 39
ლივერპული 23 38
სანდერლენდი 24 33
ნორვიჩი 24 32
სუონსი 24 30
ევერტონი 24 30
სტოკ სიტი 24 30
ასტონ ვილა 23 28
ფულემი 24 27
ვესტ ბრომვიჩი 24 26
ქუინზ პარკი 24 21
ვულვზი 24 21
ბოლტონი 24 20
ბლექბერნი 24 18
უიგანი 24 16

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 28
სტუმარი: 18
მომხმარებელი: 10

nika-arsenal, kaula_persie_vano, vito_95, rosicky, Cameroonec, papi, chasku, Bergkamp_10, vermaelen, davit_arsenal666

სტატისტიკა

 
 
სახელი: ვოიცეჰ ტომაშ შესნი
დაბადების თარიღი: 18 აპრილი, 1990 წელი
დაბადების ადგილი: პოლონეთი
ამპლუა: მეკარე
ყოფილი გუნდი: ლეგია ვარშავა
ნომერი: 13
გუნდში მოსვლის თარიღი: 1 აგვისტო, 2007 წელი
დებიუტი: 22 სექტემბერი, 2009 წელი
 
ბიოგრაფია
შესნი დაიბადა ვარშავაში. ახალგაზრდა ფეხბურთელი Agrykola Warszawa-ში ვარჯიშობდა. ვარშავის ლეგიის მეკარეთა მწვრთნელს ის იმდენად მოეწონა, რომ მას საშუალება მისცა ლეგიასთან ერთად ევარჯიშა.

არსენალი
2006 წელს ვოიცეჰი არსენალში გადმოვიდა. იგი სარეზერვო გუნდში 2008-09 სეზონამდე პროგრესირებდა. 2009 წლის 24 მაისს მან პირველ გუნდში გადაინაცვლა სტოკის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩის შემდეგ.2009-10 წლის სეზონისათვის მას 53 ნომრიანი მაისური მისცეს. მუსიე არსენმა ის ჩემპიონთა ლიგის მატჩზეც გამოიძახა 2009 წლის 16 სექტემბერს სტანდარტის წინააღმდეგ.
2009 წლის 22 სექტემბერს ვესტ ბრომვიჩის წინააღმდეგ შედგა შესნის დებიუტი ლიგის თასზე. ამავე წლის დეკემბერში არსენ ვენგერმა არსენალის საწვრთნელო შტაბთან ერთად განაცხადა რომ დიდ იმედებს ამყარებენ ვოიცეჰზე. ”ჩვენ ვოიცეჰს ვხედავთ როგორც მომავლის უდიდეს მეკარეს” 2010 წლის იანვარში ვენგერმა კვლავ ისაუბრა მასზე : ”მე ნამდვილად მჯერა რომ ერთ დღესაც ის არსენალის პირველი მეკარე გახდება. მას ყველა თვისება აქვს, რაც მეკარეს სჭირდება”.

ბრენტფორდი
2009 წლის 20 ნოემბერს შესნი ერთთვიანი იჯარით პირველ ლიგაში, კერძოდ ბრენტფორდში გადავიდა. მან ამ გუნდში რამოდენიმე შესანიშნავი მატჩი გააკეთა და არაერთი ბრწყინვალე სეივი გააკეთა. ბრენტფორში ჩატარებულ მეორე მატჩში მან პენალტი მოიგერია, ხოლო ლიდსის წინააღმდეგ კი არაერთი სეივი გააკეთა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეთაც დასახელდა. 22 დეკემბერს არსენალმა თანხმობა განაცხადა შესნის იჯარის გაგრძელებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი თვით, 31 იანვრამდე, თუმცა ის კიდევ გახანგრძლივდა და ვოიცეჰი ბრენტფორდში 31 მაისამდე დარჩა. ბრენტფორდის მწვრთნელმა ენდი სკოტმა წამოსვლის წინ საქებარი სიტყვები არ დაიშურა შესნისთვის.

ნაკრები
შესნი პოლონეთის 21 წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობს. მან 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო სამივე მატჩი ითამაშა. გარდა ამისა მან ცალკე კიდევ სამი მატჩი ჩაატარა.
2009 წლის ოქტომბერში პოლონეთის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა, ფრანცისკ სმუდამ პირველად გამოიძახა შესნი ნაკრებში, რომლის სანაკრებო დებიუტი ამავე წლის 18 ნოემბერს შედგა კანადის წინააღმდეგ, ვოიცეჰმა 46-ე წუთზე ტომაშ კუშჩაკი შეცვალა
 
 
მთარგმნელი: ჯანო გოგოლი
 
 

ბომბარდირები

ვან პერსი 28
უოლკოტი 6
ჟერვინიო 4
არტეტა 4
ჩემბერლეინი 4

ასისტენტები

სონგი 8
უოლკოტი 8
ვან პერსი 8
ჟერვინიო 7
რემსი 6

რეკლამა

ჩატი

რეკლამა