ავტორიზაცია

სახელი:
პაროლი:

ძებნა

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

ცხრილი

სიტი 24 57
მანჩესტერი 24 55
ტოტენჰემი 24 50
ჩელსი 24 43
ნიუკასლი 24 42
არსენალი 24 40
ლივერპული 24 39
სანდერლენდი 24 33
ნორვიჩი 24 32
სუონსი 24 30
ევერტონი 24 30
სტოკ სიტი 24 30
ასტონ ვილა 23 28
ფულემი 24 27
ვესტ ბრომვიჩი 24 26
ქუინზ პარკი 24 21
ვულვზი 24 21
ბოლტონი 24 20
ბლექბერნი 24 18
უიგანი 24 16

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0

სტატისტიკა

 
 
სახელი: ლუკაშ ფაბიანსკი
დაბადების თარიღი: 18 აპრილი, 1985 წელი
დაბადების ადგილი: პოლონეთი
ამპლუა: მეკარე
ყოფილი გუნდი: ლეგია ვარშავა
ნომერი: 21
გუნდში მოსვლის თარიღი: 26 მაისი, 2007 წელი
დებიუტი: 21 ივლისი, 2007 წელი
 
ბიოგრაფია
ლუკაში დაიბადა პოლონეთის ქალაქ ოდრაში. საფეხბურთო კარიერა Polonia Słubice-ში დაიწყო. 14 წლის ასაკში MSP Szamotuły-ში გადავიდა. ამის შემდეგ მან კიდევ სამი კლუბი გამოიცვალა: Lubuszanin Drezdenko, Sparta Brodnica და Mieszko Gniezno. რომლის შემდეგ პროფესიონალური კონტრაქტი კიდევ ერთ კლუბთან Lech Poznań-თან გააფორმა.

ლეგია ვარშავა
2005 წლის ზამთარში ფაბიანსკი ვარშავის ლეგიას შეუერთდა.სადაც ის არტურ ბორუცთან ერთად ბრძოლობდა ძირითადი კიპერის სტატუსის მოპოვებას. ბორუცი სელტიკში გადავიდა, ფაბიანსკი კი 2005 წლის 24 ივლისიდან ავტომატურად იქცა ლეგიას პირველ მეკარედ. ლუკაშმა ლეგიასთან ერთად პოლონეთის ჩემპიონატი მოიგო 2005-2006 წლებში, 2005-06 და 2006-07 წლებში ჩატარებულმა მატჩები მას პოლონეთის საუკეთესო მეკარის წოდების მოპოვებაში დაეხმარა.

არსენალი
2007 წლის 8 მაისს ლუკაშმა სამედიცინო ტესტი გაიარა ლონდონში და ლეგიადან არსენალში გადაბარგდა. ვენგერმა იგი 2007 წლის 11 მაისს გაიფორმა. ფორმალურად კი ფაბიანსკიმ არსენალთან კონტრაქტი 2007 წლის 26 მაისს გააფორმა. მისი დებიუტი კარლინგის თასზე შეფილდის წინააღმდეგ შედგა. ამ შეხვედრაში მან არსენალი კაპიტნის როლში გამოიყვანა მოედანზე. ”მეთოფეებმა” 3-0 იმარჯვეს ედუარდოს დუბლისა და დენილსონის გოლის წყალობით. ფაბიანსკიმ გულშემატკივრებს თავი რამოდენიმე ცუდი თამაშით დაამახსოვრა. მათ შორის 2007-08 სეზონის ლიგის თასზე გამართული მატჩი ტოტენჰემის წინააღმდეგ, როდესაც ლუკაშმა 5 გოლი გაუშვა. ასევე 2009-10 სეზონის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩი. როდესაც მან ორი ბავშვური შეცდომა დაუშვა. ფაბიანსკის ყველაზე წარმატებულ მატჩად ითვლება ამავე სეზონში ჩატარებული მატჩები მანჩესტერ სიტისა და ფულემის წინააღმდეგ.

ნაკრები
ლეგიაში ასპარეზობისას ლუკაშმა მიწვევა მიიღო ნაკრებიდან და 2006 წლის 29 მარტს მისი დებიუტიც შედგა საუდის არაბეთის წინააღმდეგ. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ის პოლონეთის მეორე მეკარის სტატუსით გაემგზავრა. ევრო-2008-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მან ერთი მატჩი ჩაატარა სერბეთის წინააღმდეგ. ეს მატჩი 2-2 დასრულდა. 2008 წლის სექტემბერში, ლუკაშმა ბორუცის ტრავმის გამო რამოდენიმე მატჩი ჩაატარა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. საერთო ჯამში მან საკუთარი ნაკრების კარი 14-ჯერ დაიცვა
 
 
მთარგმნელი: ჯანო გოგოლი
 
 

ბომბარდირები

ვან პერსი 28
უოლკოტი 6
ჟერვინიო 4
არტეტა 4
ჩემბერლეინი 4

ასისტენტები

სონგი 8
უოლკოტი 8
ვან პერსი 8
ჟერვინიო 7
რემსი 6

რეკლამა

ჩატი

რეკლამა