ავტორიზაცია

სახელი:
პაროლი:

ძებნა

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

ცხრილი

სიტი 24 57
მანჩესტერი 24 55
ტოტენჰემი 24 50
ჩელსი 24 43
ნიუკასლი 24 42
არსენალი 24 40
ლივერპული 24 39
სანდერლენდი 24 33
ნორვიჩი 24 32
სუონსი 24 30
ევერტონი 24 30
სტოკ სიტი 24 30
ასტონ ვილა 23 28
ფულემი 24 27
ვესტ ბრომვიჩი 24 26
ქუინზ პარკი 24 21
ვულვზი 24 21
ბოლტონი 24 20
ბლექბერნი 24 18
უიგანი 24 16

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0

სტატისტიკა

 
 
სახელი: იოჰან ჯურუ
დაბადების თარიღი: 18 იანვარი, 1987 წელი
დაბადების ადგილი: კოტ დიუვარი
ამპლუა: ცენტრალური მცველი
გუნდი: არსენალი
ნომერი: 20
გუნდში მოსვლის თარიღი: 1 აგვისტო, 2003 წელი
დებიუტი: 27 ოქტომბერი, 2004 წელი
პირველი გოლი: ნიუკასლთან 05 თებერვალი 2011 წელი
 
ბიოგრაფია
ჯურუ დაიბადა კოტ დიუვარის ქალაქ აბიჯანში. იოაკიმისა და ანჯელინას ოჯახში, პატარა იოჰანი მამამისის პირველმა ცოლმა, შვეიცარიელმა ქალმა დანიელმა იშვილა. ისინი საცხოვრებლად ჟენევაში გადმოვიდნენ, როდესაც იოჰანი 1 წლის და 5 თვის იყო. 13 წლის ასაკში ჯურუ Payerne Training Center- ში შევიდა და მალევე შეუერთდა მეორე დივიზიონის გუნდ Etoile-Carouge FC-ს. ის ამ გუნდში მცველის პოზიციაზე თამაშობდა. რამოდენიმე თვის შემდეგ იგი არსენალის აკადემიაში გადმოვიდა და კლუბთან ოფიციალურ კონტრაქტს ხელი 2003 წლის 1 აგვისტოს მოაწერა. ამ დროს ის შვეიცარიის 19 წლამდელთა ნაკრების წევრი იყო.
 
არსენალი
იოჰან ჯურუს დებიუტი არსენალში გამარჯვებით დაიწყო. მისი პირველი მატჩი არსენალის მაისურით მან FA თასზე ევერტონის წინააღმდეგ ჩაატარა და ”მეთოფეებმა” 3-1 იმარჯვეს. პრემიერ-ლიგაში კი მისი დებიუტი 2006 წლის 14 იანვარს შედგა ”მიდლსბროს” წინააღმდეგ. ეს მატჩიც არსენალის გამარჯვებით (7-0) დასრულდა, ამ მატჩში დაცვაში ჯურუ-სენდეროსის დუეტი თამაშობდა.
მთელი სეზონის მანძილზე რამოდენიმე იტალიური კლუბის სკაუტები (მათ შორის იუვენტუსიც) თვალს ადევნებდა ჯურუს თამაშს არსენალის რეზერვებში, ამ დროს მას არსენალთან კონტრაქტი ეწურებოდა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მან არსენალთან 6 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
2009 წლის 11 აპრილს მან მძიმე ტრავმა მიიღო და დიდი ხნის მანძილზე მკურნალობდა. იგი ამავე წლის სექტემბერში დაბრუნდა თუმცა ისევ ტრავმამ იჩინა თავი და ჯურუმ დაბრუნება მხოლოდ სეზონის ბოლო მატჩში, ფულემის წინააღმდეგ მოახერხა. ეს მისი ერთადერთი შეხვედრა იყო 2009-10 სეზონში.
 
ბირმინგემი
2007 წლის 10 აგვისტოს იოჰანი 5 თვით, იჯარით ინგლისურ ბირმინგემს შეუერთდა. იგივე ამ კლუბში 2007 წლის 22 დეკემბრამდე თამაშობდა. მისი ბოლო მატჩში ბოლტონის წინააღმდეგ შედგა.ბირმინგემის მწვრთნელს, ალექს მაკკლიშს სურდა მისი კიდევ რამოდენიმე ხნით დატოვება, თუმცა ჯურუ უნდა დაბრუნებულიყო რადგან ალექს სონგისა და კოლო ტურეს არ ყოფნის (ორივე აფრიკის თასზე თამაშობდა) არსენალს ფეხბურთელი სჭირდებოდა.
 
ნაკრები
შვეიცარიის ნაკრებში ჯურუს დებიუტი 2006 წლის 1 მარტს შოტლანდიის წინააღმდეგ შედგა. მას დაცვაში თამაში მის თანაგუნდელ ფილიპ სენდეროსთან ერთად უწევდა. იოჰანი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოიძახეს. საერთო ჯამში სანაკრებო დონეზე მან 23 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა
 
 
მთარგმნელი: ჯანო გოგოლი
 
 

ბომბარდირები

ვან პერსი 28
უოლკოტი 6
ჟერვინიო 4
არტეტა 4
ჩემბერლეინი 4

ასისტენტები

სონგი 8
უოლკოტი 8
ვან პერსი 8
ჟერვინიო 7
რემსი 6

რეკლამა

ჩატი

რეკლამა