სახელი: ველა კარლოს ალბერტო გარიდო დაიბადა: 1 მარტი 1989 წელი, დაბადების ადგილი: მექსიკა ამპლუა: თავდამსხმელი ყოფილი გუნდი: სელტა ნომერი: 11 გუნდში მოვიდა: 1 იანვარი 2008 წელი. დებიუტი: 30 აგვისტო 2008 წელი. პირველი გოლი: შეფილდ იუნაიტედთან, 23 სექტემბერი 2008 წელი. კარლოს ველა - ლონდონის არსენალის და მექსიკის ნაკრების თავდამსხმელია.
ბიოგრაფია კარლოს ველა დაიბადა 1989 წლის 1 მარტს მექსიკის ქალაქ გვადალახარაში და ამავე ქალაქის გუნდში დაიწყო თავისი კარიერა უფროს ძმასთან, ალეხანდროსთან ერთად. მიუხედავად იმისა რომ მას გამოცდილება აკლდა რადგან თამაშობდა მექსიკის პირველ დივიზიონში მან მაინც შეძლო გაებრწყინა ახალგაზრდულ 17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე სადაც მექსიკამ ფინალში ბრაზილია დაამარცხა 2005 წელს. თავად ველამ კი მოახერხა ამ მატჩში გამარჯვების გოლის გატანა. თამაშის დასრულებისას მას როგორც ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშესნ გადასცეს ოქროს ბუცი. ცნობისათვის იმ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც მექსიკელი გახდა 5 გატანილი გოლით. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „გვადალახარას" აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ხორხე ვერგარამ ველას პროფესიონალური კონტრაქტი შესთავაზა, ველაც დათანხმდა მაგრამ ერთი მიზეზით, თუ მის მშობლებს ნორმალურ საცხოვრებელს მისცემდნენ ქალაქში. კარლოს ძალიან ახლო დამიკოდებულება აქვს მამასთან, ამაზე მეტყველებდა ყოველი მისი გატანილი გოლის აღნიშვნა ტურნირზე. იგი ადვილად შეამჩნიეს წამყვანმა ევროპულმა გუნდებმა და დაიწყო მასზე ტაციაობა, გამარჯვებული კი ლონდონის არსენალი გახდა რომელმაც მასში 2005 წელს 125,000 ფუნტი გადაიხადა. კონტრაქტში გათვალისწინებულია პუნქტი რომ, თუ ველა არსენალის ძირითად გუნდში 50 თამაშს ჩაატარებს სასტარტოში მაშინ მეთოფეებს 500.000 ფუნტის დამატება მოუწევთ კიდევ. მალევე კარლოსი ჩამოვიდა ლონდონში გაიარა შემოწმება მაგრამ პირველივე სეზონში არ ეწერა მოედანზე გამოჩენა. ლონდონურმა კლუბმა ვერ მოაგვარა ვიზასთან დაკავშირებული პრობლემები რადგანაც ველა არაევროკავშირელი იყო. 2006 წლის ზაფხულში არსენალმა იჯარის სახით ველა გაანათხოვრა ჯერ სელტაში, შემდეგ სალამანკაში და შემდეგ ოსასუნაში. როდესაც მიიღო მექსიკელმა სამუშაო ვიზა იგი უმალ დაბრუნდა ლონდონში 2008 წლის 22 მაისს და მეთოფეებმა გადასცეს მასს 12 ნომერი მაისური. არსენ ვენგერმა უმაღლესად შეაფასა ვუნდერკინდის პოტენციალი და შეადარა იგი ედუარდოს. თავისი სადებიუტო მატჩი მექსიკელმა გამართა 2008 წლის 30 აგვისტოს ნიუკასლის წინააღმდეგ რომელიც არსენალმა დამაჯერებლად 3-0 მოიგო და ამის მერე სულ რამოდენიმე დღეში უკვე ვენგერმა იგი ლიგის თასზე ათამაშა შეფილდთან სადაც კარლოსმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. 2008 წელს ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Sun-მა კარლოს ველა შეიყვანა 30 ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელა შორის მთელ მსოფლიოში.
მთარგმნელი: ზურა მჭედლიშვილი
|