სახელი: ტეო ჯეიმს უოლკოტი დაბადების თარიღი: 16 მარტი, 1989 წელი დაბადების ადგილი: ინგლისი ამპლუა: თავდამსხმელი ყოფილი გუნდი: საუთჰემპტონი ნომერი: 14 გუნდში მოსვლის თარიღი: 20 იანვარი, 2006 წელი დებიუტი: 19 აგვისტო, 2006 წელი პირველი გოლი: ჩელსისთან, 25 თებერვალი 2007 წელი
ბიოგრაფია ტეო ჯეიმს უოლკოტი დაიბადა 1989 წლის 16 მარტს ინგლისის ჩრდილო-დასავლეთ რაიონში ქალაქ სტენმოროში. გაიზარდა პატარა სოფელში სახელად კემპტონი რომელიც ძალიან ახლოსაა ნიუბერისთან.
ნიუბერი როგორც კი წამოიზარდა ტეო ჩაირიცხა თავისივე ქალაქის გუნდში „ნიუბერიში" სადაც მოიგო პიტერ ჰაუსმანის თასი, ფინალში მისი მეტოქე იყო „დოუნ გრენჯ ალბიონი" და საკმაოდ ადვილად გაუსწორდნენ ანგარიშით 4-2. მთლიანობაში მხოლოდ 1 სეზონი ითამაშა ამ მოკრძალებულ გუნდში და მიუხედავად ამისა მაინც მოახერხა გაეტანა 100 გოლზე მეტი. ტეოს ნიჭი უმეთვალყორეთ არ დარჩენიათ სკაუტებს და უმალვე გადაბარგდა „სუინდონ თაუნში" შემდეგ კი „საუთჰემპტონში"
საუთჰემპტონი 2004-2005 წლის სეზონში ტეომ საუთჰემპტონის სარეზერვო გუნდთან ერთად უწია ინგლისის თასს. ამასთან ერთად უოლკოტი გახდა საუთჰემპტონის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (15 წლის და 175 დღის). 2005 წლის 18 ოქტომბერს ტეო გამოჩნდა შეცვლაზე „ლიდს იუნაიტედთან" მატჩში და მოახერხა გაეტანა გოლი რომელიც ერთგავარად რეკორდია, ამ დროს ის უკვე (16 წლის და 143 დღის) იყო. ამის შემდეგ მისმა ნიჭმა და საუცხოო თამაშმა, მალევე მოხიბლა ინგლისური პრესა, სადაც მაც უწოდეს ერთ ერთი ყველაზე თვალსაჩინო ტალანტი თავისი ასაკის თაობისა და ივარაუდეს რომ, უმალ დაინტერესდებოდნენ მისით ინგლისური გრანდები.
არსენალი 2006 წლის 20 იანვარს ტეომ მოაწერა ხელი კონტრაქტს არსენალთან, მისი სატრანსფერო ფასი იყო 5 მილიონი ფუნტი, მაგრამ კონტრაქტში ჩადებული იყო დებულება თუ ინგლისელი შესაშურ პროგრეს განიცდიდა მაშინ ლონდონელებს მოუწევდათ კიდევ 7 მილიონის გადახდა „საუთჰემპტონისთვის". ამის შემდეგ უოლკოტი გახდა ინგლისის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელი. მეთოფეთა სარეზერვო გუნდში ტეოს დებიუტი ჰქონდა 2006 წლის 7 თებერვალს „პორთსმუთთან" მატჩში სადაც თავის გამოჩენა არ გასჭირვებია. 2006 წლის 17 მარტს მოაწერა ხელი პროფესიონალურ კონტრაქტს და მისი ჯამაგირი წელიწადში გახდა 1 მილიონი ფუნტი. პირველი მატჩი პრემიერლიგაში ინგლისელმა გამართა 2006 წლის 19 აგვისტოს როდესაც მოედანზე გამოჩნდა 73 წუთზე და გააკეთა საგოლე გადაცემა, ამან კი „კანონირები" წაგებისგან იხსნა. 2006 წლის 23 აგვისტოს გახდა არსენალის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვისაც კი ოდესმე უთამაშია ევროპაში „დინამო ზაგრებთან" მატჩში. თავის პირველი გოლი უოლკოტმა გაიტანა ინგლისის თასის ფინალში ლონდონის ჩელსის წინააღმდეგ.
მთარგმნელი: ზურა მჭედლიშვილი
|