
სახელი: ნიკლას ბენდტნერი დაიბადა: 16 იანვარი 1988 წელი დაბადების ადგილი: დანია ამპლუა: თავდამსხმელი ყოფილი გუნდი: კოპენჰაგენი ნომერი: 52 გუნდში მოვიდა: 1 აგვისტო 2004 წელი. დებიუტი: 25 ოქტომბერი 2005 წელი. პირველი გოლი: ნიუკასლთან, 25 სექტემბერი 2007 წელი
ბიოგრაფია ახალგაზრდა ნიკლას ბენდტნერი არსენალმა გაიფორმა 2005 წელს. მანამდე ის გამოდიოდა დანიური „კოპენჰაგენის" ჭაბუკთა გუნდში. ერთ ერთი საერთაშორისო ტურნირის დროს როდესაც ნიკლასი იყო 19 წლის და გამოდიოდა ამავე ასაკი დანიის ჭაბუკთა ნაკრებში შემჩნეულ იქნა არსენალის სკაუტების მიერ. ეს ტრანსფერი გახდა კიდევ ერთი მაგალითი არსენალის პოლიტიკის: როდესაც ისინი აქცენტს ახალგაზრდა ტალანტებზე აკეთებენ. ბენდტნერი თამაშობდა კოპენჰაგენის ახალგაზრდულ გუნდში ცენტ ფორვარდის ადგილას სადაც განსაკუთრებით კარგად ეხერხებოდა შეტევის დაგვირგვინება. არსენალში გადმოსვლისას მან შესანიშნავად წარმოაჩინა თავი სარეზერვო გუნდში, როდესაც 10 თამაშში მოახერხა 9 გოლის გატანა მიუხედავად იმისა რომ 2ჯერ შეცვლაზე შევიდა. ასევე არ შეურცხვენია თავი აკადემიის გუნდში სადაც 5 თამაშში 7 გოლი გაიტანა. ახმახი ფორვარდი მთავარ გუნდში პირველად გამოჩნდა 2005 წლის ოქტომბერში ლიგის თასზე „სანდერლენდთან" შემდეგ კი 90-ე წუთზე შეცვლილი იქნა კვინსი ობასუ-აბეიეს მიერ. დანიელმა გადმოსვლის შემდეგ ინტერვიუ მისცა არსენალის ოფიციალურ საიტს სადაც განაცხადა: „სანამ გადმოვიდოდი არსენალში მანამდე ვთამაშობდი მეორე ცენტრალურ ფორვარდად. ასევე სეზონის შოა ნაწილში მე მომიწია დაცვის ცენტრშიც თამაში, მაგრამ ჩემთვის იდეალური ადგილი მაინც თავდასხმაა. ხალხი მეუბნება რომ სიმაღლის მიუხედავად მე მშვენიერი ტექნიკა მაქ, მე კი რაც თავი მახსოვს ყოველთვის ასე ვფლობდი ბურთს. არამგონია რომ, აქ გადმოსვლის შემდეგ მე გადაცემების გაკეთება გავაუმჯობესე, მანამდე კოპენჰაგენში თამაშისას მე ხშირად ნახევარდაცვაშიც მაყენებდნენ იმიტომ რომ, შესანიშნავად ვფლობდი ბურთს." ნიკლასი ასევე გამოჩნდა ლიგის თასზე „რედინგის" და „დონკასტერის" წინააღმდეგ 2005-2006 სეზონში. იმავე წლის მაისში ბენდტნერი გამოიძახეს 21 წლამდელთა ნაკრებში სადაც დაამტკიცა რომ შესანიშნავ ფორმაში იყო როდესაც 4 თამაშში მოახერხა 2 გოლის გატანა. 2006 წლის აგვისტოში უკვე ეროვნულ ნაკრებში მიიღო მიწვევა პოლონეთის წინააღმდეგ და სადებიუტო მატჩში მოახერხა გოლის გატანა, დანიამ კი მისი წყალობით მოახერხა გამარჯვება. ამ დროს ის 19 წლისა იყო. შემდეგ იგი არსენ ვენგერმა იჯარის წესით გაუშვა „ბირმინგემ სიტიში" რადგან ხედავდა რომ დანიელი უაღრესად ნიჭიერი იყო და მას გამოცდილება სჭირდებოდა. არსენალმა მისი განათხოვრება მხოლოდ ნახევარი სეზონით გადაწყვიტა, მაგრამ ბენდტნერმა მშვენიერი შედეგი აჩვენა როდესაც 8 მატჩში მოახერხა 4 გოლის შეგდება და ფრანგმაც გადაწყვიტა მისი იჯარა სეზონის ბოლომდე გაეხანგრძლივებინა. ამან ძალიან გაახარა ბირმინგემელთა მწვრთნელი სტივ ბრიუსი. სეზონის ბოლოს ბირმინგემმა ნიკლასის დახმარებით მოახერხა პრემიერ ლიგაში დაბრუნება. ვენგერმა კი დანიელი უკან დააბრუნა და განაცხადა: მომდევნო წელს ნიკლასი იბრძოლებს თავდასხმაში ადგილის დასამკვიდრებლად. 2007 წლის ბოლოს ბენდტნერმა გააფორმა 5 წლიანი კონტრაქტი არსენალთან.
მთარგმნელი: ზურა მჭედლიშვილი
|