სახელი: კარლ დანიელ ჯენკინსონი დაბადების თარიღი: 8 თებერვალი, 1992 წელი დაბადების ადგილი: ჰარლოუ, ინგლისი ამპლუა: განაპირა მცველი ყოფილი გუნდი: ჩარლტონ ატლეტიკი ნომერი: 25 გუნდში მოსვლის თარიღი: 8 ივნისი, 2011 წელი დებიუტი: 16 აგვისტო, 2011 წელი პირველი გოლი:
ბიოგრაფია კარლს ჯენკინსონი არის არსენალის ინგლისელი მარჯვენა მცველი, რომელსაც ნათამაშები აქვს როგორც ინგლისის ასევე ფინეთის სხვადასხვა ასაკობრივ ახალგაზრდულ ნაკრებებში. ის წარმოშობით ინგლისელია. მისი ფინეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში კი ძირითადად განპირობებულია იმით, რომ დედამისი ფინელია. მან თავისი პირველი გოლი თავის პროფესიონალურ კარიერაში 2011 წლის 19 წლამდელთა ნაკრებებს შორის ტურნირზე გაიტანა სადაც, ფინეთის 19 წლამდელთა ნაკრებმა 6-2 მოუგო, მოლდაველთა 19 წლამდელთა ნაკრებს.
ჩარლტონი ჯენკინსონის პირველი პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი იყო, ლონდონის, ჩარლტონ ატლეტიკი სადაც ის, ბრენტფორდის წინააღმდეგ "გრიფინ პარკზე" გამართულ სადებიუტო მატჩში, მარჯვენა მცველის პოზიციაზე ათამაშეს და მოედანზე მან 90 წუთი დაჰყო.
არსენალი 2011 წლის 8 ივნის, კარლ ჯენკინსონი ჩარლტონის თანაქალაქელ არსენალში გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო თანხა არც ერთ მხარეს არ გაუხმაურებია, გავრცელებული ინფორმაციით "მეთოფეებს" ის 1 მილიონი ფუნტი დაუჯდათ. მისი ტრანსფერით, აღფრთოვანებული გახლდათ არსენალის მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი, რომლის თქმითაც არსენალმა დაიმატა უნივერსალური ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია დაცვის როგორც მარჯვენა ისე, მარცხენა ფლანგზე თამაში და გარდა ამისა მუსიე არსენის თქმით, ჯენკინსონის სახით არსენალის ფრანგ მარჯვენა მცველ, ბაკარი სანიას დიდი კონკურენტი გამოუჩნდა. რაც შეეხება კარლ ჯენკინსონს, მას 25 ნომრიანი მაისური გადასცეს, რომელიც ტოგოელი თავდამსხმლის, ემანუელ ადებაირის წასვლის შემდეგ თავისუფალი იყო.
მთარგმნელი: მიშა გუშარაშვილი
|