სახელი: სებასტიენ სკილაჩი
დაბადების თარიღი: 11 აგვისტო, 1980 წელი
დაბადების ადგილი: ტულონი, საფრანგეთი
ამპლუა: ცენტრალური მცველი
ყოფილი გუნდი: სევილია
ნომერი: 18
გუნდში მოსვლის თარიღი: 27 აგვისტო 2010 წელი
დებიუტი: 11 სექტემბერი, 2010 წელი
პირველი გოლი: პარტიზანთან, 28 სექტემბერი 2010 წელი
მონაკო
სებასტიენ სკილაჩი დაიბადა საფრანგეთის ქალაქ ტულონში 1980 წლის 11 აგვისტოს. თავისი საფეხბურთო კარიერა დაიწყო "ტულონში" საიდანაც 1998 წელს გადავიდა კლუბ "მონაკოში".იმის გამო,რომ ორი წლის განვმალობაში მონაკოს მთავარმა მწვრთნელმა სებასტიენს არც ერთხელ არ მისცა შანსი ძირითად გუნდში თამაშისა გადაწყვიტა მისი საფრანგეთის მეორე დივიზიონის კლუბში "აიაჩოში" განათხოვრება."აიაჩოში" იგი გახდა ნამდვილი გუნდის ლიდერი და დაეხმარა გუნდს დაბრუნებულიყო საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში.
2002–2002 წლებში აიაჩოში მან ორი კარგი სეზონი გაატარა და 69 თამაში მიიღო მონაწილეობა,რომლებშიც 7 გოლიც გაიტანა.იმის შემდეგ რაც მონაკოს მთავარი მწვრთნელი შეიცვალა და კლოდ პუელის ნაცვლად დიდიე დეშამი დაინიშნა სებასტიენის საქმეები მონაკოში უკეთესობისკენ წავიდა.დიდიემ ის დააბრუნა არენდიდან და შანსი მისცა ძირითად გუნდში თამაშისა და სებატიენმაც ეს შანსი სრულებით გამოიყენა.თავის პირველივე სეზონში მონაკოს ძირითად გუნდში სებასტიენი გახდა ძირითადი ფეხბურთელი და დაეხმარა თავის გუნდს დაეკავებინა მეორე ადგილი ჩემპიონატში და მოეგო საფრანგეთის თასი.ამ სეზონის შემდეგ იყო მონაკოს საუკეთესო სეზონი მის ისტორიაში.2003–2004 წლების სეზონი როდესაც მონაკომ ჩემპიონთა ლიგაში ჩელსი და რეალი გამოაგდო და ფინალში გავიდა სადაც პორტოსთან დამარცხდა 3–0,მაგრამ მონაკოსთვის ფინალიც ძალიან დიდი მიღწევა იყო.იმ სეზონში სკილაჩი მონაკოს დაცვის ლიდერი იყო პატრის ევრასთან ერთად.
ლიონი
იმის შემდეგ რაც მონაკოს მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა დიდიე დეშამმა და მონაკომ 2005–2006 წლების სეზონი ჩააგდო, სკილაჩიმ გადაწყვიტა დაეტოვებინა მონაკო და ლიონში გადასულიყო.დებიუტი ლიონის შემადგენლობაში მას ქონდა 2006–2007 წლების სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის პირველივე ტურის მატჩში.სკილაჩის მეწყვილე იმ მატჩში ლიონის ამჟამინდელი კაპიტანი კრისი იყო.იმ სეზონში სკილაჩიმ საფრანგეთის ჩემპიონატის და საფრანგეთის სუპერ თასის მოგება შეძლო.შემდეგ წელს სებასტიენისა და კრისის დუეტი საფრანგეთის ჩემპიონატში მონაწილე გუნდებისთვის ისევ გაუვალი იყო და ლიონმა კვლავ მოიგო პირველობა.
სევილია
ორი სეზონის ლიონში გატარების და ორი საჩემპიონო მედლის მოგების შემდეგ სებასტიენმა დატოვა საფრანგეთის სამხრეთი და ცხელ სევილიას მიაშურა.ანდალუსიელებს მისი ტრანსფერი 6 მილიონი ევრო დაუჯდათ.სევილიის შემადგენლობაში სებასტიენმა ორი სეზონი გაატარა რომელშიც მან შარშან კოპა დელ რეის თასის მოგება შეძლო.
არსენალი
2010 წლის 19 აგვისტოს სებასტიენ სკილაჩი ცხელი სევილიიდან მუდამ მოღრუბლულ ლონდონში გადმოვიდა.30 წლის მცველი ლონდონის არსენალმა შეიძინა.ტრანსფერის თანხა არ სახელდება.სკილაჩიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა და 27 აგვისტოს ის ოფიციალურად იქნა წარდგენილი არსენალის გულშემატკივრების და მედიის წინაშე. სებასტიენმა არსენალთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მისი დებიუტი თავისი ახალი გუნდის შემადგენლობაში სავარაუდოდ პრემიერ ლიგის მეოთხე ტურის მატჩში შედგება "ბოლტონის" წინააღმდეგ.
ეროვნული ნაკრები
სკილაჩის ნაკრებში 2004 წლიდან რეგულარულად იძახებენ მხოლოდ ხშირად თამაში არ უწევს. მისი დებიუტი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 2004 წელს შედგა ბოსნიის ნაკრების წინააღმდეგ.30 წლის ასაკში მას საფრანგეთის ფორმა 21 აქვს მორგებული და ამ 21 თამაში არც ერთი გოლი არ აქვს გატანილი.
მთარგმნელი: რატი ლომიძე