სახელი: მანუელ ალმუნია რივერო
დაიბადა: 19 მაისი, 1977 წელი
დაბადების ადგილი: პამპლონა, ესპანეთი
ამპლუა: მეკარე
ყოფილი გუნდი: ალბასეტე
ნომერი: 1
გუნდში მოსვლის თარიღი: 18 ივლისი, 2004 წელი
დებიუტი: 27 ოქტომბერი, 2004 წელი
ბიოგრაფია
მანუელ ალმუნია 1977 წლის 19 მაისს ესპანეთის ქალაქ პამპლონაში დაიბადა. ალმუნიამ კარიერა ესპანური ოსასუნას რეზერვებში დაიწყო. ამ გუნდის შემადგენლობაში ორი სეზონი ჩაატარა ესპანეთის მესამე ლიგაში.
ესპანურ გუნდებში
მანუელ ალმუნია თავდაპირველად ოსასუნას რეზერვებში გამოჩნდა, მაშინ 1997 წელი იყო და ეს გუნდი ესპანეთის მესამე ლიგაში გამოდიოდა, მანუელმა ოსასუნაში ორი სეზონი ჩაატარა, შემდეგ კი ესპანელმა კარის დარაჯმა ორი წელი არენდით კარტაგონოვასა და საბადელში გამოდიოდა.
მისი კარგი თამაში საწინდარი გამხდარა იმისა, რომ მანუელი სელტაში გადასულიყო.
შემდეგ კვლავ არენდით მოუწია ალმუნიას წასვლა ამჯერად ეიბარში. ალმუნია ამ გუნდის პირველი მეკარე იყო. მანუელმა 2002-2003 წლების სეზონში უკვე რეკრეატივოში გამოვიდა. მანუელი ამჯერად პირველი მეკარე არ ყოფილა არამედ იგი მხოლოდ მესამე მეკარე იყო, ამიტომაც ალმუნიამ მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა ამ გუნდის შემადგენლობაში. ეს მატჩი კი ალმუნიას გუნდმა 0:3 დათმო.
ალმუნიამ ამჯერად კიდევ გადაწყვიტა წასულიყო არენდით ამჯერად ალბასეტეში. მისი დებიუტი ალბასეტეში 2003 წელს შედგა, როცა ერთმანეთს ალბასეტე და მალაგა უპირისპირდებოდნენ. ეს მატჩი მართალია ალბასეტემ წააგო, თუმცა მხოლოდ მინიმალური სხვაობით. ამის შემდეგ მანუელმა ნდობა დაიმსახურა და მან ჩაატარა 24 მატჩი და გუნდ მანუელი დაეხმარა 14 ადგილზე გასვლაში.
არსენალი
ალმუნია არსენალში 2004 ლის 18 ივლისს მოვიდა. ამ დროს ალმუნია სულაც არ გეგმავდა ტრანსფერის განხორციელებას რადგანაც იგი, ქორწილის გამართვას აპირებდა სადაც მას მისი ახლანდელი ცოლი უნდა შეერთო.
"ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ ის საქორწილო საჩუქარს მიკეთებდა და მან მომიყვა არსენალის შესახებ, მე პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ გონებას დავკარგავდი. ძალიან გამიკვირდა, გავვოცდი და გამიხარდა. ასეთი რამ მე მანამდე არც კი წარმომედგინა. მე აქ ალბასეტეში ძალიან კარგად ვიყავი, მოვწონდი გულშემატკივარს, ვეხმარებოდი გუნდს, თუმცა როგორც კი გავიგე რომ არსენალს ჩემთან კონტრაქტის შემოთავაზება უნდოდა მაშინვე დავიწყე ჩემოდნების ჩალაგება. ეს ჩემთვის შოკი იყო, ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ჩემს ცხოვრებაში ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდებოდა."
მანუელ ალმუნია ჩამოვიდა ლონდონში. მისი დებიუტი 2004 წლის 27 ოქტომბერს შედგა. სადაც არსენალი და მანჩესტერ სიტი ერთმანეთს "კარლინგის თასზე" უპირისპირდებოდნენ. (ამ მატჩში ლონდონელემა იმარჯვეს ანგარიშით 2–1)
მანუელ ალმუნია არსენალის შემადგენლობაში ყველა მატჩში ჩანდა, ოღონდ მხოლოდ ამ ტურნირზე, მანამ სანამ მეოთხედ ფინალური მატჩი არ მოვიდა, სადაც არსენალი მის მტერს უნდა შეხვედროდა, ეს მტერი კი მანჩესტერ იუინაიტედი გახლდათ. მანუელმა შეცდომა დაუშვა და გაუშვა გოლი. ეს მატჩი წელიწადის ბოლო თვის პირველ რიცხვში შედგა. არსენ ვენგერმა ამ შეცდომას ყურადღებაც არ მიაქცია და ალმუნია ახლა უკვე პრემიერ ლიგაში გამოიყვანა, 2004 წლის 4 დეკემბერს მანუელმა პირველი მატჩი ჩაატარა პრემიერ ლიგაში, მაშინ ერთმანეთს არსენალი და ბირმინგემი უპირისპირდებოდნენ. (ეს მატჩი ალმუნიასათვის იღბლიანი და კარგი გამოდგა რადგანაც მას გოლი არ გაუშვია და ლონდონელებმაც 3:0 იმარჯვეს).
ამის შემდეგ კი მანუელ ალმუნიას დებიუტი ამჯერად ჩემპიონთა ლიგაში შედგა სადაც ამჯერად ერთმანეთს არსენალი და როსენბორგი უპირისპირდებოდნენ. (ამ მატჩი მანუელ ალმუნიამ მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, თუმცა ამ გოლს არაფერი შეუცვლია ლოდონელმა თანაგუნდელებმა ალმუნია გაახარეს და გაიმარჯვეს ანგარიშით 5:1).
მანუელ ალმუნია ახლა უკვე სათადარიგო მეკარე გახდა და იენს ლემანის შემდეგ არსენ ვენგერი თავისი გუნდის კარს ალმუნიას ანდობდა.
2005-2006 სეზონში მანუელ ალმუნიას არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია პრემიერ ლიგაში თუმცა შანსი მიეცა ეთამაშა ყველაზე საპასუხისმგებლო მატჩში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბარსელონას წინააღმდეგ. ამ მატჩში იენს ლემანი გააძევეს და შემოსვლა მანუელ ალმუნიას მოუწია, ეს მატჩი ლონდონელებისათის პირველი ფინალი იყო ამ ტურნირზე, და ყველას ძალიან უნდოდა გამარჯვება, თუმცა არსენალი დამარცხდა, დამარცხდა მხოლოდ მინიმალური სხვაობით ანგარიშით 2:1. ამ მატჩში ტიერი ანრიმაც ვერ იჩინა თავი, მიუხედავად მისი დიდი მონდომებისა და შემართებისა.
2006-2007 სეზონის საუკეთესო მატჩი ალმუნიასათვის ლივერპულის წინააღმდეგ გამოდგა სადაც ესპანელი კარის დარაჯი კარში ისე იდგა, რომ ბურთს არც აქეთ და არც იქით არ ატარებდა ეს ალმუნიას საუკეთესო მატჩი გამოდგა.
2007-2008 სეზონში იენს ლემანის ტრავმისა და 2 ძალიან ცუდი შეცდომის გამო, მანუელ ალმუნია პრემიერ ლიგის მესამე თამაშშივე გამოჩნდა ძირითად შემადგენლობაში. მაშინ არსენალი მანჩესტერ სიტის უპირისპირდებოდა. მანუელ ალმუნია არსენალის პირველი კარის დარაჯი გახდა. იგი ატარებდა ბევრ მატჩს.
როცა 2008 წელს იენს ლემანი შტუდგარტში გადავიდა, მანუელ ალმუნია არსენალის პირველი მეკარე გახდა, მოირგო 1 ნომრიანი მაისური და დაიწყო ლონდონელთა კარის დარაჯობა.
მანუელ ალმუნიამ კაპიტნის სამკლავურიც მოირგო, ჩემპიონთა ლიგის მატჩში, სადაც ერთმანეთს არსენალი და ფენერბახჩე უპირისპირდებოდნენ. ალმუნიამ ამ მატჩში 2 გოლი გაუშვა თუმცა ეს არაფერი არ აღმოჩნდა არსენალის გატანილ გოლებთან შედარებით. ლონდონელებმა იმარჯვეს ანგარიშით 5:2. მანუელ ალმუნიას შემდეგ კაპიტნის სამკლავური უილიამ გალასს გადაეცა, გალასის შემდეგ კი სესკ ფაბრეგასს. ალმუნია ვიცე კაპიტანი გახდა.
ალმუნიას რეაქცია ამჯერადაც გამოადგა არსენალს. ამჯერად ლონდონელები ჩემპიონთა ლიგაზე იტალიურ რომას ხვდებოდა და მატჩის ბედი პენალტებით გადაწყდა. პენალტების სერიაში ალმუნიამ დიდი თავდადება გამოიჩინა.
მანუელ ალმუნიას წინ სვლა დღითი დღე იზრდებოდა, მანუელი პენალტს არასდროს უშვებდა. ასე მოიქცა ამავე წლის 21 მარტსაც, როდესაც ერთმანეთს არსენალი და ნიუკასლი უპირისპირდებოდნენ. მარტინესის პენალტი მანუელ ალმუნიამ აიღო.
მანუელ ალმუნიამ კიდევ ჩაატარა კარგი თამაშები, ერთ ერთი კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი გამოდგა სადაც ერთმანეთს არსენალი და მანჩესტერ იუნაიტედი ხვდებოდნენ. ეს მატჩი მეთოფეებმა მართალია წააგეს თუმცა მინიმალური სხვაობით.
მთარგმნელი : გიგა შუბითიძე